x
image
ანარქია
Mediator image
ეჭვიანობა - ღალატი
imageეჭვები გტანჯავთ? იქნებ საქმე არც ისე ცუდადაა და საკმარისია ურთიერთობებს გადახედოთ, რომ გამოსავალსაც იპოვით და საეჭვიანოც არაფერი გექნებათ!


მიუხედავად იმისა, რომ ქალისა და კაცის ურთიერთობაში ეჭვიანობა ყველაზე უსიამოვნო გრძნობაა, ის მაინც არის, იყო და იქნება, ამ ურთიერთობის თანამგზავრი. ადამიანი ხშირად ანგარიშმიუცემლად იტანჯავს თავს ეჭვით, უსიამოვნო ფანტაზიებითა და შიშით.

მამაკაცის ეჭვიანობა თავს არც ისე ადვილად იჩენს, მაგრამ თუ ის სახეზეა, ძალიან მძიმე და დრამატული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. კაცი, რომელსაც ქალი ღალატობს, თავს შერცხვენილად და დამცირებულად გრძნობს, საზოგადოების დაცინვის საგნად მიიჩნევს.

ქალი, რომელსაც პარტნიორმა უღალატა, არასდროს იდანაშაულებს თავს, კაცისაგან განსხვავებით, არ ფიქრობს, რომ საზოგადოების დაცინვის საგნად იქცა. მართალია, თავს დამცირებულად გრძნობს, განაწყენებულია და უბედური, მაგრამ ღალატი მის ფსიქიკას იმდენ ტრამვას არ აყენებს, როგორც მამაკაცის.


ღალატის არსში გარკვევა და ნამდვილი მიზეზების პოვნა საკმაოდ რთულია, მაგრამ აუცილებელია იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა ურთიერთობის შენარჩუნება, თუ წერტილი უნდა დაუსვათ ყველაფერს.საყვარელი ადამიანის დაბრუნების სურვილმა შეიძლება, ძალიან შორს წაიყვანოს ადამიანი. მას, ვისაც ვერ გაუგია, რომ ეჭვი, მისი წარმოდგენების ნაყოფია, აუცილებლად ესაჭიროება პროფესიონალის დახმარება, რათა უფრო და უფრო მეტად არ მოექცეს თავისი წარმოდგენების ტყვეობაში.ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ფანტაზიები, შიშები და იდუმალი სურვილები ქვეცნობიერში ღრმადაა ჩაფლული ისე, რომ ხშირად მას თავადაც ვერ აცნობიერებს. მაგალითად, ღალატი შეიძლება სულაც არ წარმოადგენდეს მის სამომავლო გეგმას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სრულიად დაუგეგმავად ჩაიდინოს ეს.

ღალატის ფსიქოლოგია მთლიანად აგებულია იმ გრძნობებზე, რომელიც არ გამოთქმულა, არ გაზიარებულა; თქვენი რჩეულის ისეთ თვისებებზე, რაზეც თქვენ თვალს ხუჭავთ, ვერ იგებთ, ან მიუღებლად მიგაჩნიათ; რასაც მას უწუნებთ; რის გამოც ცდილობთ შეზღუდოთ; რისთვისაც ხელს ჰკრავთ, საყვედურობთ ან თავს არიდებთ. თუ თქვენთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ეცადეთ ყოველთვის გაუგოთ მას ყველა სიტუაციაში, იყოთ მის გვერდით, არ დატოვოთ ის თავის მძიმე საფიქრალთან მარტო, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გაუგებრობებით იწყება სერიოზული პრობლემები ურთიერთობაში და იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ თქვენს შორის გაუგებრობებმა დიდი ხნით არ ითარეშონ.

3
105
7-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
105
  
2014, 30 იანვარი, 16:17
გაიხარე მადლობა ნატო
2014, 30 იანვარი, 14:45
ეჭვი ადამიანების არჩევანი არ არის ეს ის შინაგანი უსიამოვნო შეგრძნებაა რომელსაც ჩვენივე გონიერებით უნდა მოვერიოთ.ამისათვის კი გეთანხმები საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ.მომწონს შენი მიდგომა ამ პრობლემის მიმართ.
2014, 26 იანვარი, 10:11
მე ვაფშე არ ვვეჭვიანონ ხოლმე პირიქით მაგრად მომწონს მაგარ გოგოსთან ერთად რომ გავივლი და უყურებენ გაოცებულები. :D
0 1 3