x
image
K.P.
თეა წულუკიანი საკუთარ დაოჯახებაზე საუბრობს (+ვიდეო)
imageსაქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი შეყვარებულია და ამას არც მალავს, თუმცა რჩეულის ვინაობას არ გვიმხელს. ქართველი პოლიტიკოსები პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობენ, ამიტომაც წულუკიანის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა... "ქართველია, არის ჩემსავით ფიცხი, პირდაპირი და მუდამ მკვახე რჩევებს მაძლევს, რაც მე ხშირად მაფხიზლებს. არასოდეს ცდილობს თავის ჭკუაზე გადამიყვანოს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან არავის ჭკუაზე სიარული არ შემიძლია. ის ყოველთვის კრიტიკულად ეკიდებოდა ჩემს პოლიტიკაში ყოფნას და თვლიდა, რომ ის მსხვერპლი, რომელსაც მე ვიღებდი, ქალისთვის მეტისმეტად დიდი იყო"-გვიამბობდა ქალბატონი თეა და ირწმუნებოდა, რომ მისი პირადი ცხოვრება "დაპაუზებული" იყო, ესეც იმიტომ, რომ ჩემი საქმრო საფრანგეთში ცხოვრობსო.

ქალბატონმა თეამ ერთ თვიანი შვებულებით ისარგებლა და ჭორებიც გავრცელდა. ირწმუნრბოდნენ იუსტიციის მინისტრი გაგვითხოვდაო... ამ ყველაფრის შესახებ წულუკიანმა კომენტარი გააკეთა: "მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ მე არ დავოჯახებულვარ და როგორც ვხუმრობ ხოლმე ამ აჟიოტაჟის შემდეგ, შესაბამისად გადარჩა ერთი ქართული ოჯახი".


ქალბატონი თეა რჩეულის ვინაობას არ გვიმხელს. ბოლო დროს, ყვითელ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მისი რჩეული ნუგზარ კაკულიაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 9 წელია. ნუგზარი 29 წლისაა და ამჟამად იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილეა.


imageimage

0
171
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0