x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დაუბრუნდე ცხოვრებას და შეიყვარო ის-რუსი გოგონას ტრაგიკული ისტორია

image ექვის წლის წინ ნასტიას ჰქონდა სრულყოფილი ბედნიერი ცხოვრება, 10 წლის ასაკიდან გოგონა ტანსაცმლის დიზაინით იყი გატაცებული, ხოლო ორი წლის განმავლობაში ზედიზედ პირველ ადგილს იკავებდა ახალგაზრდა მოდელიორების კონკურსზე, თუმცა ერთ დღეს გოგონას ცხოვრება 180 გრადუსით შემობრუნდა.ეს მოხდა 2008 წლის 19 დეკემბერს მოსკოვში, მესამე წრიულ სატრანსპორტო ტრასაზე, ნასტია ბელკოვსკაიას ავტომობილი გაუფუჭდა, გადმოვიდა მანქანიდან, რომ ავარიული შეჩერების ნიშანი დაედგა, ამ დროს ვიღაცამ, BMW-თი 120 კმ. სიჩქარით მიმავალმა გაიტანა გოგონა, ორი საათი ეგდო ნასტია, სანამ გამვლელმა ქალმა არ შეაჩერა მანქანა და და საწრაფო არ გამოიძახა, საავადმყოფოში გოგონას ორივე ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს.ავარიის გამომწვევი BMW-ს მძღოლი ალექსეი გუსკოვი მხოლოდ 2 წლით გაუშვეს ციხეში.ერთი თვე იყო კომაში გოგონა, როდესაც უკვე ექიმებმა დაადასტურეს, რომ ნასტიაც სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა «Экспресс газета»-მ საქველმოქმედო საბანკო ანგარიშის ნომერი, თუმცა პროტეზის შეძენისთვის შეგროვილი ფული მაინც საკმარისი არ იყო.ერთხელ შემთხვევით ვლადიმერ ვინოკურმა გოგონას ამბავი იოსებ კობზონს მოუყვა, (თვითონ კობზონი ახალი გამოწერილი იყო საავადმყოფოდან ), მომღერალმა დაუყონებლივ გადაურიცხა თანხა პროტეზისთვის, რომელიც გერმანიაში უნდა გაკეთებულიყო.image ბერლინში ნასტიას ელოდებოდა ხანგრძლივი მკურნალიბა და რეაბილიტაცია, ვარჯიში, ცურვა და ყველაფერი ეს ტკივილისა და ცრემლების თანხლებით.ისევ შემთხვევით, ცნობილმა გერმანელმა ფოტოგრაფმა დირკ გელბრეხტმა ადგილობრივ გაზეთში წაიკითხა რუსი ლამაზმანის ტრაგიკული ისტორია და მან დაუყონებლივ გადაწყვიტა ფოტოსესია გაეკეთებინა ჟურნალებისთვის."ნასტიას აქვს ყველანაირი შანსი გახდეს ჟურნალის ვარსკვლავი, -აცხადებს ფოტოგრაფი-დაუჯერეთ ჩემს მდიდარ გამოცდილებას, ბედნიერი ვიქნები, თუ ნასტიას მაგალითზე, სხვა ანალოგიურ ბედში ჩავარდნილი გოგონები მიხვდებიან, რომ ინვალიდობა-ეს არაა წინაღობა სამოდელო კარიერაშიც კი.მთავარია ქალს შეეძლოს გაახაროს გარშემო მყოფები პოზიტიური ცხოვრებისეული განწყობით და ხალისიანი ღიმილით."image თავიდან ნასტიას ფოტოები გამოქვეყნდა ქალთა ჟურნალში "Brigitte".შემდეგ ჟურნალმა "Zille Berlin"-ში გოგონას სურათი გარეკანზე გამოაქვეყნა და გამოუშვა ფოტოსესია სახელწოდებით "გოგონა ფეხების გარეშე".image image image რამდენიმე თვის შემდეგ ნასტიამ რუსეთში პარაფიტნესის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი დაიკავა, შემდეგ იყო მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრიაში, ნასტია ერთადერთი იყო ჩემპიონატზე, რომელიც პროტეზის გარეშე გამოვიდა, ინვალიდის ეტლით და კვლავ პირველი ადგილი დაიკავა. image

4
671
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
671
  
2014, 25 იანვარი, 16:19
:(((
2014, 25 იანვარი, 15:58
გეთანხმები,ყველას ხომ არ უმართლებს ეგრე...თუნდაც ეგრე გამმართლებოდა მაინც ვერ გადავიტანდი.როგორია მთელი ცხოვრება დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდე და ყოელთვის სხვაზე იყო დამოკიდებული,არ გეყოლება მეორე ნახევარი,შVილები,ოჯახი და ასე შემდეგ.კატასტროფაა
2014, 25 იანვარი, 15:56
შესაძლებელი ეგეც ვერ გამოსულიყო,ისევ კეთილი ხალხის მეოხებით.....რომ არა კობზონი და გერმანელი ფოტოგრაფი..ვინ იცის
2014, 25 იანვარი, 10:32
ძალიან შემეცოდა. ღმერთმა დაიფაროს ყველა მსგავსი ტრაგედიისგან,მე ალბათ ვერასოდეს ვერ გამოვიდოდი მდგომარეობიდან,ან თავს მოვიკლავდი ან ასათიანზე გასაშვები გავხდებოდი
0 1 4