ქალი და მამაკაცი პოეზიის ხუთი წუთი 2014, 22 იანვარი, 23:48 გინდა გითხრა რა განსხვავებაა ჩემს და შენს სიყვარულს შორის...?? გეტყვი.....მე ყვალაფერი მახსოვს... მახსოვს ყოველი ღამე რომელიც შენთან ლაპარაკში გამითენებია... მახსოვს ის დილა შენთან ლაპარაკში ჩაძინებულს ადგომა რომ დამგვიანებია...(და რომელიც ასე მენატრება) მახსოვს შენი ჩურჩულით დაძახილი "გძინავს"... მახსოვს შენი რამოდენიმე დღიანი გაუჩინარებით გამოწვეული ნერვიულობა, რაღაცის შიში....მახსოვს ის უცაბედი სიხარული საღამოობით შენი მოწერილი და გრძნობა თითქოს სახლში მოხვედი... მახსოვს ყველა სისულელე რაზეც ვიცინოდით და ბოლოს მაინც ტასიკო ხარო იტყოდი... ის სიხარული და სტიმულიც მახსოვს შენთან ყოფნისას (თუ რა ვიცი რაც ერქვა) რომ მქონდა....ის დაბნეული თვალებიც.... მახსოვს შენი სუნიც.... ის ბოლო კოცნაც მახსოვს წასვლისას უცებ რომ მაკოცე (მე რატომღაც არ ველოდი).... განსხვავება??... არამგონია შენ ეს ყველაფერი გახსოვდეს.... 46 7-ს მოსწონს
|