მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე ვანესა მეი ემზადება სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსასვლელად სამთო-სათხილამური სპორტში.როგორც სამთო-სათხილამურო სპორტის და სნოუბორდის ფედერაციიდან იუწყებიან, მეი ამჟამად რუს სპორტსმენებთან ერთად იმყოფება ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ღია ჩემპიონატზე კორონეტ პიკში.ამ ტურნირში მევიოლინე წარმოადგენს ტაილანდს 57-ე ნომრად, აქვე განაცხადა მეიმ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე გამოვა ტაილანდის სახელით.კორონეტ პიკში მევიოლინე გიგანტურ-სლალომში 4 რუს სპორტსმენთან ერთად გამოდის.მუსიკოსმა სახელი გაითქვა კლასიკური მუსიკის ტექნო-დამუშავებით პოპ-ჟანრში, ხოლო რაც შეეხება მის თხილამურებით გატაცებას, როგორც აღმოჩნდა ვანესა 4 წლის ასაკიდან ვარჯიშობს.