სხვა საშინელი არსებები, რომლებიც არგენტინის მდინარეებში ბინადრობენ და 10 ადამიანი დაგლიჯეს 2014, 19 იანვარი, 22:38 სიცხეში მდინარეში გაგრილება ძვირად დაუჯდა დამსვენებლებს. 10 ადამიანი დაგლიჯეს პირანიებმა არგენტინაში, როცა ისინი 41 გრადუსიან სიცხეში მდინარეში ცდილობდნენ გაგრილებას. ამავე მდინარეში, კერძოდ კი პარანა როსარიოში, წინა თვეში 70 ადამიანი იქნა დაკბენილი. ამ ათი ადამიანიდან ერთი პატარა, შვიდი წლის გოგონაა, რომელსაც სხვადასხვა ნაკბენების გარდა, თევზებისგან მოჭმული აღმოაჩნდა ერთი თითი. პირანია არის სამხრეთ ამერიკის მდინარეების ნაირმჭამელი თევზი. ის აგრეთვე გვხვდება ბანგლადეშსა და ჩინეთშიც. ისინი ცნობილნი არიან თავიანთი ბასრი კბილებით და ხორცისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. პირანიები სხვადასხვა სახეობის არიან. ამ სახეობების რაოდენობა 30-დან 60-მდეა. ისინი ზომით ჩვეულებრივ 14-დან 26 სმ-მდე სიგრძის არიან, თუმცა დაფიქსირებულია 43 სანტიმეტრიანიც. 2011 წელს ამაზონის აუზში პირანიებმა 18 წლის მთვრალი მამაკაცი ჩაიგდეს ხელში და შეჭამეს. 2012 წელს ბრაზილიაში 5 წლის გოგონას შედარებით წვრილი პირანიები დაესივნენ და მოკლეს. მათი თავდასხმები ძირითადად ცხელ სეზონში ხდება, როცა მდინარეებში საკვები ცოტაა და წყლის დონეც დაბალია. ყველაზე მეტად კი ბავშვები ზარალდებიან. 317 7-ს მოსწონს
|