x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
აგრესია ქალზე
აგრესიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მოსაზრება ვრცელდება, მაგალითად ის, რომ მამაკაცები უფრო აგრესიულები არიან ვიდრე ქალები, ალკოჰოლი ზრდის აგრესიას და ა.შ. მე სტატიაში ვისაუბრებ ერთ ასპექტზე, რომელიც პორნოგრაფიას და მის გავლენას ეხება აგრესიასთან მიმართებით.

არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ პორნოგრაფიამ შეიძლება უბიძგოს მამაკაცს აგრესიული მოქმედებისკენ ქალთან ურთიერთობაში. ჯონ კურტის მონაცემებით, როდესაც 1960-1970 წლებში პორნოგრაფია უფრო და უფრო ხელმისწავდომი ხდებოდა, მთელს მსოფლიოში გაიზარდა გაუპატიურების რიცხვი, გამონაკლისი იყო ისეთი რეგიონები, სადაც მისი გავრცელება კონტროლირდებოდა, ასევე გამონაკლისი სახით შეგვიძლია განვიხილოთ იაპონია, სადაც მიუხედავდ იმისა, რომ არი იყო შეზღუდული პორნო ფილმების ხელმისწავდომობა, არ გაზრდილა სექსუალიური ძალადობის რიცხვი, ეს ფაქტი გვახსენებს იმას, რომ სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანია.მას შემდეგ რაც ამგვარ პროდუქტზე დაწესდა შეზღუდვები, სიტუაცია შეიცვალა დადებითობისკენ.

სხვადასხვა კვლევების ავტორებმა ბერონმა და სტრაუსმა აღმოაჩინეს, რომ გაუპატიურებათა რიცხვი ყოველ 50 შტატიდან კორელაციაშია იმ ჟურნალების გაყიდვების რიცხვთან, რომელთაც ღია სექსუალური მიმართულება აქვთ. ალიასკა იკავებს პირველ ადგილს, როგროც ჟურნალების გაყიდვის რაოდენობით ასევე გაუპატირუების რიცხვით.

ამერიკელი და კანადელი მოძალადეების უმეტესობა დაკითხვების დროს აღიარებდნენ თავიანთ მიდრეკილებებს პორნოგრაფიისკენ. ასევე უილიამ მიშელის დაკვირვებით მოძალადეები და პედოფილები იჩენენ მეტ ინტერესს პორნო ფილმებისადმი ვიდრე ჩვეულებრივი მამაკაცები.


რა თქმა უნდა ასეთი კორელაციები არ შეიძლება იყოს იმის საბუთი, რომ პორნოგრაფიაა მიზეზი ძალადობისა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მოძალადეების ეს გატაცება მხოლოდ სიმპტომია და არა დეივაციის მიზეზი.

ედუარდ დონერშტეინის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 120 მამაკაცი იღებდა მონაწილეობას (Donnerstein1980) ისინი დაყოფლინი იყვნენ 3 ჯგუფად, ერთ ჯგუფს აჩვენებდნენ ნეიტრალურ ფილმებს, მეორეს ეროტიულ ხოლო მესამეს აგრესიული ეროტიკის შემცველ ფილმებს, გაუპატიურების სცენით. შემდეგ მათ უნდა მიეღოთ მონაწილეობა ექსპერიმენტში, სადაც ცრუ ცდის პირებისთვის არასწორის პასუხების შემთხვევაში უნდა მიენიჭებინათ ელექტრო შოკი, აღმოჩნდა, რომ მამაკაცებმა, რომლებმაც უყურეს აგრესიის შემცველ ეროტიკულ ფილმს ცრუ ცდის პირი უფრო "მკაცრად" დასაჯეს ვიდრე მათ ვისაც არ უყრებია მსგავის ტიპის ფილმისთვის, აღსანიშნავია, რომ ისინი მაშინ უფრო ბრაზდებოდნენ, როდესაც ცრი ცდის პირი ქალი იყო.

ბოლოს უნდა ავღნიშნო, რომ პორნოგრაფია რა თქმა უნდა არ არის ერთადერთი მიზეზი აგრესიისა, რომელსაც მამაკაცები ქალი მიმართ იყენებენ, თუმცა ეს ფაქტორიც ყურადსაღებია, მითუმეტეს იმ ვითარებში, როდესაც მსგავსი ტიპის მასალზე ნებისმიერ ადამაინს მიუწვდება ხელი.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:მარი 1994
მარი 1994
22