x
image
მანჩო 777
სოფელი ოიმიაკონი-ყველაზე ცივი ადგილი მსოფლიოში
ეს ფოტორეპორტაჟი განკუთვნილია ისეთი ადამიანებისათვის, ვინც ცივი ზამთრის გამო გამუდმებით წუწუნებს. თუ თქვენ ჩვენებური ზამთარი არ მოგწონთ და ყინვიანი და ცივი გეჩვენებათ, სასწრაფოდ უნდა გაემგზავროთ ოიმიაკონში. აი აქ იგრძნობთ ნამდვილ სიცივეს. იანვარში აქ ტემპერატურა მყარად დგას -50 გრადუსს ქვემოთ. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ამ დასახლებულ პუნქტს სამართლიანად უწოდებენ პლანეტის ყველაზე ცივ ადგილს.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც კი აქ დაფიქსირებულა, არის

…-71, 2ºС!!!

image




სოფელში ცხოვრობს დაახლოებით 500 ადამიანი. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში აქ იყო ირმების მწყემსების გასაჩერებელი ადგილი. საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში იყო მცდელობა მომთაბარეების დამაგრებისა ერთ ადგილზე, რადგან საბჭოთა ხელისუფლება მათ უმართავად თვლიდა. აი სწორედ ამის შედეგად წარმოიშვა სოფელი.

image



სიტყვა "ოიმიაკონი" ნიშნავს -"გაუყინავ წყალს". ეს სახელი სოფელს დაერქვა მის ახლოს მდებარე ცხელი წყაროს გამო. გაიყინეთ?- შეგიძლიათ ძვლები ამ ცხელ წყაროში გაითბოთ.

image



ამ სამახსოვრო სვეტზე აღნიშნულია დასახლებული პუნქტის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ტემპერატურა. მიუხედავად ასეთი საშინელი ზამთრისა, ზაფხულობით აქ ხშირადა

+30 გრადუსი სითბო.

image



აქ თითქმის არ ხარობს მცენარეები, ამიტომ ადამიანები ძირითადად ჭამენ ირმების და ცხენების ხორცს. სოფელში სულ ერთი მაღაზიაა, ხოლო ადგილობრივები მუშაობენ ირმების მწყემსებად, მონადირეებად და მეთევზეებად.

image



სახლების გასათბობად გამოიყენება ნახშირი და შეშა. აქ ჯერ კიდევ არაა თანამედროვე კომფორტი .

image



სხვათაშორის, ერთადერთი სკოლა, რომელიც ოიმიაკონში მდებარეობს, იკეტება მხოლოდ მაშინ, როცა ტემპერატურა -52ºС -ის ქვემოთ ჩამოდის.

image



ოიმიაკონი ორი დღის სავალზეა რეგიონის დედაქალაქ იაკუტსკისაგან. იაკუტსკში არის ორი აეროპორტი, თეატრები, სკოლები და მუზეუმები. ფოტოზე აღბეჭდილია დედაქალაქიდან ოიმიაკონისაკენ მიმავალი გზა, რომელსაც "ძვლების გზა" უწოდეს.

image



ეს კიდევ ტუალეტი ბენზოგასამართ სადგურთან. ნეტავ 50 გრადუს ყინვაში ვინ ისურვებს აქ შესვლას?

image



ეს სტუდენტი გოგონა იაკუტსკში სწავლობს და ავტობუსის მოლოდინშია ქალაქისაკენ მიმავალ გზაზე.

image



აი ჩვეულებრივი პრობლემები, რომლებსაც აქაური მცხოვრებლები ყოველდღიურად აწყდებიან: ავტოკალმებში იყინება მელანი, ელემენტები ძალას კარგავენ; ხოლო ისინი, ვისაც მანქანა ჰყავს, მთელი დღე-ღამის განმავლობაში მანქანების მოტორს ჩართულს ტოვებენ, რადგან ისინი შეიძლება აღარ დაიქოქონ.

image




ბენზოგასამართი სადგური ოიმიაკონის გზაზე.

image



ერთადერთი მაღაზია სოფელში.

image



"ძვლები გზა" ოიმიაკონისაკენ.

image



ოიმიაკონი რუსეთის ფედერაციის რუკაზე.

image

17
373
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
373
  
2014, 19 იანვარი, 0:59
კარგი სტატიაა!
2014, 18 იანვარი, 22:11
Ar aqvs ipads qartli shrifti :(
2014, 18 იანვარი, 22:08
ვიცი..ქართული შიფტი გამოგელია?:D
2014, 18 იანვარი, 22:06
Xo me da nini ganvixilavdit zooparks:DDD
2014, 18 იანვარი, 22:04
ზოოპარკი:D
2014, 18 იანვარი, 22:01
Rao da isa rom zooparkis ganxilvashi statia gamogvrcha :PPPP
2014, 18 იანვარი, 21:59
:)))))))))))) გაიხარე
2014, 18 იანვარი, 21:57
ვხედავ და მადლობა:) მიხარია, რომ შემეცნებით სტატიებსაც ჰყავს თავისი მკითხველი.
2014, 18 იანვარი, 21:54
ხო ხედავ რა ერტგული მკითხველი გყოლივარ?
2014, 18 იანვარი, 21:52
რაო?:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10