სხვა ჩინეთში მზის ამოსვლას უზარმაზარ ტელევიზორებზე აჩვენებენ 2014, 17 იანვარი, 19:43 ჩინეთში საშინელი ნისლი დგას. მის გამო მზე ადგილობრივებს რამდენიმე დღეა არ უნახავთ. სქელმა ნისლმა, ეგრეთწოდებულმა სმოგმა ისე დაფარა ქუჩები და სახლები, რომ ჩინელებს უჭირთ გარჩევა, დღის რა დროა. იმისათვის, რომ დაეხმარონ ადამიანებს დროის ორიენტირებაში, მზის ამოსვლას აჩვენებენ უზარმაზარ ტელევიზორებზე, რომლებიც ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე დგას. ზოგადად გიგანტური ეკრანები პეკინში გამოიყენება რეკლამებისათვის, მაგრამ როგორც კი ქალაქში მისთვის ჩვეული ნისლი ჩამოწვა, მოქალაქეებმა მყისვე გაიკეთეს რესპირატორები, გამოვიდნენ სახლებიდან და გაეშურნენ ქალაქის ცენტრალური ქუჩებისაკენ, რომ გიგანტურ ეკრანზე მაინც უყურონ მზის ამოსვლას. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ამის ხილვა ჯერჯერობით შესაძლებელია. 129 11-ს მოსწონს
|