ისტორია კაცი რომელსაც თითქმის 30 წელი არ სჯეროდა,რომ მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა 2014, 17 იანვარი, 15:47 16 იანვარს, ტოკიოში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა იაპონიის საიმპერატორო ჯარის უმცროსი ლეინტენატი ხიროო ონოდა, მან სახელი გაითქვა იმით, რომ არ ეჯერა მეორე მსოფლიო ომის დამთავრება და 29 წლის განმავლობაში იმალებოდა ფილიპინების ჯუნგლებში, კერძოდ კუნძულ ლუბანგზე.მხოლოდ 1974 წელს სპეციალურად ფილიპინებში ჩაფრინდა მისი ყოფილი მეთაური და პირადად შეხვდა გაჯიუტებულ ჯარისკაცს და დაარწმუნა, რომ დროა იარაღი ჩააბაროს. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა და ამერიკული ჯარი ჩრდილოეთისკენ მიიწევდა, ისინი ალყაში მოექცნენ კუნძულ ლუბანგზე.მიუხედავად გამოუვალი მდგომარეობისა, ლეინტენატი ონოდა უარს ამბობდა დანებებაზე და 29 წლის განმავლობაში ერთგული დარჩა ფიცისა."ყოველი იაპონელი ჯარისკაცი მზად იყო მომკვდარიყო სამშობლოსთვის, მე ვიყავი დაზვერვის ოფიცერი, ბრძანება მქონდა მიღებული მეწარმოებინა პარტიზანული ომი."-განუცხადა ონოდამ ტელეკომპანია ABC-ს 2010 წლის ინტერვიუში.ომის მიწურულს ონოდას სამი ქვეშემრდომი ჯარისკაცი დარჩა.ერთ-ერთი 1950 წელს ჩაბარდა, მეორე რამდენიმე წელში მოკვდა, ხოლო მესამე 1972 წელს მოსახლეობასთან შეტაკების შემდეგ დაიღუპა.თვითონ ონოდას ბევრჯერ შესთავაზეს დანებებულიყო, მაგრამ იგი კატეგორიულ უარზე იყო, მოგვიანებით აღიარა, რომ ყველა ის ფურცელი-ბრძანება, რომელიც მოდიოდა ამერიკელების შეთხზული პროვოკაციული ტყუილი ეგონა.1974 წლის მარტში ხიროო ონოდა ფილიპინების მთავრობას ჩაბარდა, თავის საბრძოლო ხმალი ფილიპინების პრეზიდენტს გადასცა.ონოდა 30 წლის განმავლობაში "პარტიზანულ" ომს ეწეოდა და შეტაკებებში 30 ფილიპინელი მოქალაქე მოკლა, მიუხედავად ამისა ფილიპინების მთავრობამ აპატია მკვლელობები ონოდას.ყოფილი ოფიცერი ჯერ ბრაზილიაში გაემგზავრა რანჩოზე სამუშაოდ, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.იგი როგორც ეროვნული გმირი ისე მიიღეს.აღსანიშნავია, რომ იმავე 1974 წელს ინდონეზიის კუნძულ მოროტაიზე კიდევ ერთი იაპონელი ჯარისკაცი იპოვეს-ტერუო ნაკამურა, თუმცა ის აღარავის ებრძოდა, უბრალოდ სრულ მარტოობაში ცხოვრობდა, მას ტაივანში გაუკეთეს დეპორტაცია, საიდანაც ის იყო წარმოშობით. 240 6-ს მოსწონს
|