სხვა ყველაზე უსაფრთხო ადგილი მსოფლიოში 2014, 16 იანვარი, 17:57 ბევრისათვის ალბათ ცნობილი არ იქნება ის ფაქტი, რომ სინგაპური ყველაზე უსაფრთხო ადგილადაა მიჩნეული დედამიწაზე. მაინც რატომ? - ვეცდები ამ სტატიაში აგიხსნათ. სინგაპურს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში სიკვდილმისჯილთა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე გაანაგარიშებით. ალბათ გაიფიქრებთ, რომ სიგარეტის ნამწვის გადაგდებისათვის დაწესებული ჯარიმა 1000 დოლარი, ან 3000 დოლარი ტროტუარზე საღეჭი რეზინის გადაგდებისათვის, 1000 დოლარი საზოგადოებრივ ადგილზე მოწევისათვის, 5000 დოლარი ფეხით მოსიარულის მიერ ქუჩის გადაჭრისათვის ან 2000 დოლარი ტრანსპორტში ჭამისათვის-ეს მეტისმეტია. მაგრამ ამ გარემოში თუ მოხვდებით, ნახავთ, რომ აქ შეუძლებელი არაფერია. ეს მკაცრი წესები კი ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში მაღალი კულტურის მქონე საზოგადოების მიერ, რომელსაც მოკლე ხანში ვერანაირი პედაგოგიური მეთოდებით ვერ მიაღწევ. ამის გამოა, რომ ბედნიერი ქვეყნების სიაში სინგაპურს დამსახურებულად უჭირავს მეხუთე ადგილი (პირველ ადგილზე ავსტრალიაა). სწორედ ხისტი კანონმდებლობისა და ჭკვიანურად აწყობილი პოლიციიის სამსახურის დამსახურებაა, რომ სინგაპური ითვლება ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მსოფლიოში. აქ აკრძალულია ყველანაირი იარაღი და არ ყოფილა შეაიარაღებული თავდასხმის და ძარცვის არცერთი შემთხვევა. სამზარეულოს დანების თავებიც კი, რომლებიც მაღაზიებში იყიდება, ისეთნაირადაა მომრგვალებული, რომ ნახვრეტი ჭრილობის მიყენება ვერავინ შეძლოს. 131 11-ს მოსწონს 1-ს არა
|