x
image
მანჩო 777
ყველაზე უსაფრთხო ადგილი მსოფლიოში
image
ბევრისათვის ალბათ ცნობილი არ იქნება ის ფაქტი, რომ სინგაპური ყველაზე უსაფრთხო ადგილადაა მიჩნეული დედამიწაზე. მაინც რატომ? - ვეცდები ამ სტატიაში აგიხსნათ.

სინგაპურს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში სიკვდილმისჯილთა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე გაანაგარიშებით.

image

ალბათ გაიფიქრებთ, რომ სიგარეტის ნამწვის გადაგდებისათვის დაწესებული ჯარიმა 1000 დოლარი, ან 3000 დოლარი ტროტუარზე საღეჭი რეზინის გადაგდებისათვის, 1000 დოლარი საზოგადოებრივ ადგილზე მოწევისათვის, 5000 დოლარი ფეხით მოსიარულის მიერ ქუჩის გადაჭრისათვის ან 2000 დოლარი ტრანსპორტში ჭამისათვის-ეს მეტისმეტია. მაგრამ ამ გარემოში თუ მოხვდებით, ნახავთ, რომ აქ შეუძლებელი არაფერია. ეს მკაცრი წესები კი ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში მაღალი კულტურის მქონე საზოგადოების მიერ, რომელსაც მოკლე ხანში ვერანაირი პედაგოგიური მეთოდებით ვერ მიაღწევ.


image

ამის გამოა, რომ ბედნიერი ქვეყნების სიაში სინგაპურს დამსახურებულად უჭირავს მეხუთე ადგილი (პირველ ადგილზე ავსტრალიაა).

image

სწორედ ხისტი კანონმდებლობისა და ჭკვიანურად აწყობილი პოლიციიის სამსახურის დამსახურებაა, რომ სინგაპური ითვლება ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მსოფლიოში.

image

აქ აკრძალულია ყველანაირი იარაღი და არ ყოფილა შეაიარაღებული თავდასხმის და ძარცვის არცერთი შემთხვევა. სამზარეულოს დანების თავებიც კი, რომლებიც მაღაზიებში იყიდება, ისეთნაირადაა მომრგვალებული, რომ ნახვრეტი ჭრილობის მიყენება ვერავინ შეძლოს.

imageimageimageimage



4
131
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
131
  
2014, 16 იანვარი, 18:55
შენ ეგა თქვი:D
2014, 16 იანვარი, 18:54
აუფ ძალიან დიდი მაგრამ არამგონია ქათველი მაინც ისეთივე დარჩება :D
2014, 16 იანვარი, 18:51
ნეტა რამდენი წელი (ან საუკუნე) გვინდა, ამათ რომ დავეწიოთ?
2014, 16 იანვარი, 18:43
ვაუ მაგარია :))არ გავს საქართველოს :D:D:დ
0 1 4