x
image
worldsport.ge
ზეედორფი მილანში ჩავიდა

imageგუშინ “მილანის” ახალი მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი მილანში ჩაფრინდა და “სან სიროზე” იტალიის თასის მატჩს დაესწრო, რომელშიც”მილანმა” ქვედალიგელ “სპეციას” რობინიოს, პაცინისა და იაპონელი დებიუტანტის, კეისუკე ჰონდას გოლებით 3:1 მოუგო.
“სან სიროზე” მისულ ზეედორფს ადგილობრივი ქომაგები ტაშით შეეგებნენ და წარმატება უსურვეს. ოფიციალურადKკონტრაქტს ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. შემდეგ ოთხშაბათს “მილანი” იტალიის თასის მეოთხედფინალში “უდინეზეს” უმასპინძლებს და შესაძლოა, ეს მატჩი ზეედორფისთვის სადებიუტოც გამოდგეს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან, სავალალო სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროტურნირზე მოხვედრის ერთადერთი შანსი “მილანს” ქვეყნის თასზე წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში რჩება.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0