x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რამზან კადიროვმა დედის ინიციატივა გაახმოვანა.


image
1000 დოლარი მიეცემა ოჯახებს, სადაც ახალშობილს მუჰამედის სახელს დაარქმევენ- აცხადებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი.
საუბარია 2014წლის 13 იანვარს დაბადებულ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე.
კადიროვის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მისმა დედამ–აიმანი კადიროვმა, რომელიც რუსეთის გმირის ახმად–ხაჯი კადიროვის სახელობის რეგიონალურ საზოგადოებრივ ფონდს ხელმძღანელობს.
სადღეისოდ მთელ რუსეთში შობადობის მხრივ ერთერთი საუკეთესო მაჩვენებლებია ჩეჩნეთში–2013 წელს ახალშობილთა რიცხვმა ხუთჯერ გადაამეტა რესპუბლიკაში გარდაცვლილების რაოდენობას.
ისლამურ ჩეჩნეთში მუჰამედის დაბადების დღეს ფართოდ აღნიშნავენ–მთელ რესპუბლიკაში მიდის საზეიმო ღონისძიებები, გროზნოს მეჩეთში ისლამური სიწმინდეების რელიქვიებია გამოტანილი. სოციალურად დაუცველებს 60 000 ტომარა შაქარი, ფქვილი და ბრინჯი დაურიგეს.
ტრადიციულად მუჰამედის დაბადების დღეს მუსულმანების უმრავლესობა (სუნიტები) აღნიშნავს ისლამური მთვარის კალენდრის მიხედვით, მესამე თვის მეთორმეტე დღეს.
წელს მუჰამედის დაბადების დღე დაემთხვა 13 დეკემბერს. თუმცა უნდა ითქვას, რომ მუსულმანურ მიმდინარეობებს შორისაცაა უთანხმოება ამ თარიღთან დაკავშირებით.

6
337
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
337
  
2014, 4 თებერვალი, 2:27
:-) :-) :-) :-)
2014, 24 იანვარი, 16:31
ჩვენ კიდენა ბიძინა დავარქვათ,გული რო არ დაგვწყდეს.....ან მიშა, ასე მათ ხსოვნას უკვდავვყოფთ....
2014, 15 იანვარი, 22:29
არც მე სიმართლე რომ გითხრათ.
2014, 15 იანვარი, 22:28
მუჰამედის დაბადების დღე მოძრავი თუ იყო,არვიცოდი.
2014, 15 იანვარი, 22:05
კარგ საქმეს აკეთებენ. ომის მერე ხალხს ასეთი თანადგომა სტიმულს აძლევს. ფული კი სანამ პუტინია პრეზიდენტი არ მოაკლდებათ. :)
2014, 15 იანვარი, 22:02
მთლად გაგიჟდა ეს ხალხი:(
0 1 6