საზოგადოება ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები და მათი ზეგავლენა 2014, 15 იანვარი, 20:42 ... როგორც ჩანს ადამიანთა ცხოვრების შედეგებზე დიდ გავლენას ახდენს მათი მსოფლმხედველობა და მსოფლიოს მათი თვალით დანახვა. საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ, რაც უფრო ფართოა და მასშტაბური ადამიანის განათლება და ცოდნა, მით უფრო უსაზღვროა მისი თვალსაწიერი. მას უნარი აქვს დაინახოს მეტი შესაძლებლობა, რომელსაც მას ცხოვრება უგზავნის. ამბობენ, რომ რაც უფრო მაღალია ხალხის საზომი, რომლითაც ზომავენ ისინი, მით უფრო კარგი შედეგი შეიძლება მივიღოთ. –მოუსმინეთ საკუთარ გულს და გააკეთეთ ის არჩევანი, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს აქტიურ ცხოვრებას. ნაკლების არჩევა ნიშნავს, როგორც ცხოვრებას მსხვერპლისას.–(ნერისა ოდენი) –უარი თქვით ადამიანების შეცვლის მცდელობებზე, და თქვენ გამოანთავისუფლებთ დიდი რაოდენობით ენერგიას საკუთარი შინაგანი ტრანსფორმაციისათვის.– (ბრედ ჯენსენი) –არაფერი მთელ სამყაროში ისე არ გაგანთავისუფლებთ შეზღუდვებისაგან იქამდე, სანამ თქვენ თვითონ არ აკავებთ მას თქვენს გონებაში. პირველ რიგში, საკუთარი თავი აღიქვით როგორც თავისუფალი. მხოლოდ ამ შემთხვევაში განთავისუფლდებით გარე პირობებისაგან, რომელიც გზღუდავთ ან ვალდებულს გხდით თქვენ.– (ფრენკ უიტნი) –თუ თქვენ დაისახეთ მიზანი, რომლისთვისაც ადრე არასოდეს ილტვოდით, მაშინ ამის მისაღწევად გარდაუვალია ისწავლოთ ის, რაც თქვენ ადრე არ იცოდით.– (კონფუცი) –ცხოვრებაში სვლა წარმატებიდან წარმატებამდე–ეს დაბადებიდან მოცემული უფლებაა. მაგრამ თუ ასე არ ხდება, ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ჯერ ვერ შევძელით სწორად შეგვეფასებინა ჩვენი შესაძლებლობები. არ გვჯერა წარმატების შესაძლებლობის ან უბრალოდ არ ვაცნობიერებთ მას– (ლუიზა ხეი) –რა ზღუდავს პოზიტიური აზროვნების ნაკადის სიმრავლეს?– თქვენი შეზღუდული ფიქრები სხვა ადამიანებთან მიმართებაში: ეჭვებით, შურით, მტრობით წინააღმდეგობით სავსე. რაც უფრო გამართლებულად გეჩვენებათ ასეთი აზრები, მით უფრო მეტად ხელს უშლის იგი პოზიტიური აზროვნების ნაკადს.– (ბრედ ჯენსენი) 121 3-ს მოსწონს 1-ს არა
|