საზოგადოება პორტრეტი, რომელსაც ბედნიერება მოაქვს 2013, 11 მარტი, 22:26 ეს პორტრეტი არ არის განსაკუთრებული ხელოვნების ქმნილება. იგი მიეკუთვნება მე-19 საუკუნეს, მასზე გამოსახულია ბოშა ქალი თავისი შავი თვალების მაგიური მზერით. პორტრეტს მხოლოდ ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვს: მოაქვს ბედნიერება. კორბონეს ოჯახი ჩიკაგოდან, უკვე სამი თაობის მანძილზე ფლობს ამ პორტრეტს. მათი ოჯახური ბედნიერებისა და წარმატებების საიდუმლო ამ სურათთან არის დაკავშირებული. ფაქტია რომ ოჯახის წევრების ურთიერთობა პორტრეტთან წარმატების მომტანია, ისინი აღწევენ იმას რასაც მოისურვებენ. ბედნიერების კავშირი სურათთან შემთხვევით აღმოაჩინეს. სახლში რემონტის დროს ის ჩაიტანეს სარდაფში. და ამის შემდეგ მათ პრობლემები დაეწყოთ. ბოლოს გაახსენდათ მისი არსებობა და დააბრუნეს იგი ისევ მის ძველ ადგილას. და ისევ აღდგა მათი ბედნიერება და წარმატებები. ოჯახის უფროსი წევრი ამბობს, რომ პორტრეტის რეპროდუქცია გადასცეს თავის ახლობლებსაც და შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა. ყველამ ამის შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი პრობლემები. ამერიკულმა გამოცემებმა დაბეჭდეს ლამაზი ბოშა ქალის პორტრეტი თავის ჟურნალ-გაზეთებში დაპირებებისა და გარანტიების გარეშე. ეს პორტრეტი აძლიერებს შესაძლებლობას ბედნიერების მოტანის, თუ მას მეგობრებს, ახლობლებს და სხვებსაც გაუნაწილებთ. 199 7-ს მოსწონს 1-ს არა
|