ოცდახუთი წლის ამერიკელმა პოლიციის ოფიცერმა ტაიმსკვერზე მორიგეობის დროს დაინახა ხანშიშესული უსახლკარო ადამიანი, რომელიც ტროტუარზე იჯდა ფეხსაცმელების მაღაზიის წინ. იგი მივიდა მასთან და ჰკითხა თუ რა ზომის ფეხსაცმელს ატარებდა. უსახლკარომ უცებ ვერ უპასუხა, რადგან მას არ შეეძლო დაეჯერებინა საკუთარი ყურებისათვის. როცა მან პასუხი მოისმინა, იგი შევიდა მაღაზიაში, იყიდა ფეხსაცმელი და გადასცა საჩუქარი მოხეტიალეს და თან დაეხმარა ფეხსაცმლის ჩაცმაში. გვერდით მიმავალმა ერთ-ერთმა ტურისტმა ფოტო აპარატით დააფიქსირა ეს მომენტი ფირზე და გაავრცელა სოციალურ ქსელში. მალე ეს კადრი განთავსებული აღმოჩნდა პოლიციის განყოფილების გვერდზე, რომელმაც 500000 მოწონება და 400000 კომენტარი დაიმსახურა.
პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელობა ძალიან მოიხიბლა თავისი თანამშრომლის კეთილშობილური საქციელით. ახლა ეს რიგითი ოფიცერი ლოურენს დეპრიმოს პოლიციის სახე გახდა.