საზოგადოება თანამედროვე ,,რომეო და ჯულიეტა" 2013, 18 აგვისტო, 13:46 სიყვარულის ამ ისტორიას მთელი მსოფლიო აკვირდება. ახალგაზრდა წყვილი კეტი ჰილი და არი ენდრიუსი–ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შეყვარებული წყვილია. მაგრამ სინამდვილეში მათი ისტორია არც ისე ჩვეულებრივია.
18 წლის კეტი ჰილი, თავისი 15 წლის მანძილზე საზღვაო პოლკოვნიკის ვაჟიშვილი იყო და ერქვა–ლუკი. მისი შეყვარებული– 16 წლის შეყვარებული არინ ენდრიუსი კი იყო ნიჭიერი ბალერინას ქალიშვილი, და მას ადრე ერქვა ემერალდა...
ლუკს და ემერალდას მუდამ დასცინოდნენ თანატოლები მათი არასტანდარტული ქცევის გამო. ლუკი ძალიან ქალური იყო. ამას გარდა ორგანიზმში ექსტროგენების ჭარბი რაოდენობის შედეგად მას მკერდი წამოეზარდა. ემერალდა კი პირიქით ძალიან მამაკაცური იყო. მუდამ ჩხუბობდა ბიჭებთან და “ხულიგნობდა". დიდი ხნის დაცინვისა და არაკომფორტულობის გამო მათ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ჰორმონალური თერაპია სქესის შეცვლის მიზნით. ტრანსექსუალთა ჯგუფის მონაწილეებთან შეხვედრის დროს ოკლახომას შტატში მათ გაიცნეს ერთმანეთი და ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. “ ჩვენ იდეალურად ვეწყობით ერთმანეთს, რადგან ჩვენ ერთი და იგივე პრობლემები გვქონდა "–ამბობს კეტი. მას და არინს ერთი ზომის ტანსაცმელი აქვთ და სქესის შეცვლის შემდეგ ერთმანეთს გაუცვალეს ჯინსები და ფეხსაცმელი... ბავშვობაში ვერც ერთი ვერ იტანდა იმას, რასაც ყიდულობდნენ მათ მშობლები. არინს ახლა პატარა ძმა თავის დას ასე უწოდებს:..“ ჩემი უფროსი ძმა."“მე ამით ძალიან ვამაყობ"–ამბობს არინი. 939 7-ს მოსწონს
|