საზოგადოება გიგი უგულავას ცოლი გაუთხოვდა? ლელა კილაძე კომენტარს აკეთებს 2014, 14 იანვარი, 18:53 ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მათი პირადი ცხოვრების მიმართ საზოგადოების დიდი ყურადღება გამოიწვია. დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გიგი უგულავას ცოლი ლელა კილაძე ქმარს გაშორდა და გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა. ეს ყველაფერი სიცრუე გამოდგა და მომხდართან დაკავშირებით ლელა კილაძემ კომენტარიც გააკეთა:
"მსურს გამოვეხმაურო ჭორს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მეუღლეს გავშორდი და გუკა რჩეულიშვილზე ვიქორწინე. ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი. საინფორმაციო სააგენტოებს ვთხოვ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას. მესმის, რომ გიგი უგულავას სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენი ოჯახი საჯარო ყურადღების ცენტრშია და მსგავსი ჭორების მიმართ თმენის ვალდებულება გვაკისრია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე და გიგი უგულავას გვყავს 5 მცირეწლოვანი შვილი და ამ ტიპის კამპანია, პირველ რიგში მათ აყენებს ტრავმას. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას." შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას პირველი ქორწინებიდან 2 ქალიშვილი ჰყავს. გიგი ამჟამად დაქორწინებულია ლელა კილაძეზე, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.ლელასაც ჰყავს პირველი ქორწინებიდან 2 ვაჟი და აი ასე იქცა გიგი უგულავა მრავალშვილიან მამად. ამბობენ, რომ გიგი ბიუჯეტის ხარჯებით უკეთებდა პლასტიკურ ოპერაციებს მეუღლეს. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ის საზღვარგარეთ მიდიოდა ლელა მისი თანამგზავრი გახლდათ, ცხადია ეს ყველაფერიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდაო.. 1023 5-ს მოსწონს
|