x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტრაგიკულად დაღუპული სილამაზის დედოფლები

"სილამაზის კონკურსი"-ეს ერთ-ერთი ის ოცნებაა, სადაც მოხვედრას ნატრობენ გოგონები, თუმცა სანატრელი ტიტულის მიღების შემდეგ როგორ გრძელდება მათი ცხოვრება?ზოგჯერ ეს დამსხვრეული ოცნებებია, უბედური ცხოვრება და სიკვდილიც კი.6 იანვარს მხეცურად იქნა მოკლული მოდელი და მსახიობი"მის ვენესუელა-2004" მონიკა სპირი.ქვემოთ მოგითხრობთ არა მარტო მასზე, არამედ ტრაგიკულად დაღუპულ სხვა ლამაზმანებზეც.image

29 წლის მონიკა სპირი და მისი ექს-მეუღლე ტომას ბერი მოკლული იქნენ კარაკასისკენ მიმავალ გზაზე, შეიარაღებულმა ბანდიტებმა ცოლ-ქმარი მანქანაში ჩაცხრილეს, მათი 5 წლის გოგონა ფეხში დაიჭრა.image ლაინა კეზა, 29 წლის შავკანიანი მოდელი, "მის აფრიკა", 2013 წლის აგვისტოში მხეცურად იქნა მოკლული საკუთარი 3 წლის გოგონას თვალწინ.მისი მკვლელი, 38 წლის ყოფილი მეგობარი მამაკაცი და ბავშვის მამა თავის ფეხით გამოცხადდა პოლიციაში.image ედენ ფიტოუსი-16 წლის, "მის იერუსალიმის" კონკურსის მონაწილე, გარდაიცვალა სიმსივნით.გოგონას საშინელი დიაგნოზი 15 წლის ასაკში დაუსვეს, მიუხედავად ამისა მან მაინც მიიღო მონაწილეობა კონკურსში და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.image
მარია სუსანა ფლორეს გამესი, "მის სინალოა-2012", შემთხვევით იქნა მოკლული 2012 წლის ნოემბერში სამხედროების და ნარკომოვაჭრეების ურთიერთსროლის დროს.ერთ-ერთი ვერსიით გოგონა თავის შეყვარებულთან იყო მისული, რომელიც ნარკომოვაჭრე იყო.image ევა ეკვალი, "მის ვენესუელა-2000", დაიღუპა მკერდის კიბოთი 2011წლის 17 დეკემბერს 27 წლის ასაკში.საშინელი დიაგნოზი მოდელს 2010 წელს დაუსვეს.image მეა ემბერ დევისი, ამერიკელი ფოტომოდელი, მსახიობი და ტელეპროდიუსერი, დაიღუპა 2011 წლის 10 მაისს 36 წლის ასაკში, მიზეზი ოპერაციის შემდგომი გართულება მუხლზე.image მელოდი გერშბახი, ფილიპინელი მოდელი "Miss International-2009", დაიღუპა 24 წლის 2010 წლის 21 აგვისტოს ავტოავარიაში.image ვივეკა ბაბაჯი, ინდოელი მოდელი და მსახიობი, "მის მსოფლიოს" მონაწილე, თავი ჩამოიხრჩო ვენტილაციის კაბელით 2010 წლის ივნისში, გამოძიების თანახმად მიზეზი ბოიფრენდთან დაშორება იყო.image ტიფანი სიმელაინი, ფოტომოდელი, "მის სვაზილენდი"-2008, თავი მოიკლა 2009 წლის 17 აგვისტოს.დადგინდა რომ თავი მოიწამლა პესტიციდებით.image მარიანა ბრიდი და კოშტა, ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგო, "მის ბრაზილია" 2006 და 2007 წლებში, გარდაიცვალა 20 წლის ასაკში ექიმების დაუდევრობით, იშვიათი ინფექციური დაავადების დიაგნოზი მაშინ დაუსვეს, როცა უკვე დაგვიანებული იყო.image ლანა კლარსონი, ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი, მოკლული იქნა 40 წლის ასაკში პროდიუსერ ფილ სპექტრის მიერ იარაღით 2003 წლის 3 თებერვალს.

3
2692
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2692
  
2014, 16 იანვარი, 8:54
მადლობა ,გაიხარე
2014, 15 იანვარი, 21:54
კარგი სტატიაა
0 1 3