x
image
worldsport.ge
სანაძის 14 ქულა და მორიგი მარცხი “პეპერდაინთან”

imageკონფერენციაში პირველი გამარჯვების მოპოვებიდან მე-3 დღეს დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსი" შინ “პეპერდაინთან” დაძაბულ ბრძოლაში – 65:69 დამარცხდა. სანდიეგოელებისთვის ეს ამ გუნდთან უკვე მეორე მარცხია მიმდინარე სეზონში.
“ტორეროსი” “პეპერდაინს” პირველად 28 დეკემბერს შეხვდა 64:75 წააგო. უკანასკნელი მატჩი უფრო დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე “სან დიეგო” 65:64 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში “პეპერდაინმა” მეტი სიზუსტე გამოავლინა და საბოლოოდ, 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 33 წუთი გაატარა. ქართველმა ფრვარდმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
მთლიანობაში დუდამ 14 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. სანაძეზე უკეთესი შედეგი სან დიეგოელთაგან დენის კრმერმა აჩვენა, რომელმაც 30 წუთში 17 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.
10-გუნდიან “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში 1 მოგებითა დ 4 მარცხით სანდიეგოელები ბოლო 2 ადგილს “პასიფიკთან” ერთად იყოფენ. მომდევნო შეხვედრას “ტორეროსი” 16 იანვარს, სტუმრად “სანტა კლარა ბრონქოსთან” გამართავს.



www.worldsport.ge

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0