“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე “დინამოს” ბაზა 2 მილიონ 800 ათას ამერიკული დოლარის ექვივალენტ ლარად იყიდება. შეგახსენებთ, რომ თბილისის “დინამო” ყველაზე ტიტულოვანია ქართული კლუბებიდან, ხოლო მისი ბაზა საუკეთესოა საქართველოში, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროსაა აშენებული.