x
image
worldsport.ge
ზაზას მეთორმეტე ორმაგი დუბლი

imageზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” გასვლით მატჩში “ნიუ ორლეანთან” 84:85 დამარცხდა. ბოლო წამზე ზაზას თანაგუნდელ ერსან ილიასოვას 3-ქულიანი რომ ჩაეგდო, “ბაქსი” მიმდინარე სეზონში 35-ე გამარჯვებას იზეიმებდა.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი და 20 წამი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 ბლოკი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო სროლა ჩააგდო. ისიც უნდა ითქვას, რომ ზაზამ 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო, ბურთი ორჯერ დაკარგა და 2-ჯერ დააფარეს.
მატჩში ყველაზე მეტი 20 ქულა “ნიუ ორლეანის” ცენტრმა ენტონი დევისმა ჩააგდო.
ჯეისონ კიდის შეგირდები 34 მოგებით და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან. “ბაქსი” უახლოეს მდევარ “ინდიანას” 4 მოგებით უსწრებს.


ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0