“სან ანტონიოს” ფორვარდი ტიმ დანკანი ნბა-ს პლეი ოფის ისტორიაში მეხუთე კალათბურთელია, რომელმაც 5000-ქულიან ნიშნულს გადააბიჯა. გამთენიისას “სან ანტონიომ” “კლიპერსს” 111:107 მოუგო და სერიაში ანგარიში 1:1 გახადა. ტეხასელთა გამარჯვებაში ტიმმა ლომის წილი დაიდო. მან მეტოქეს 28 ქულა ჩაუგდო. ამ მატჩამდე დანკანს ნბა-ს პლეი ოფის ისტორიაში 4999 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო “კლიპერსთან” მატჩის შემდეგ 5027 ქულა გაუხდა.
გთავაზობთ ნბა-ს პლეი-ოფების 10 საუკეთესო მექულეს
მაიკლ ჯორდანი 5987 ქულა
ქარიმ აბდულ-ჯაბარი 5762
კობი ბრაიანტი 5640
შაკილ ონილი 5250
ტიმ დანკანი 5027
კარლ მელოუნი 4761
ლებრონ ჯეიმსი 4469
ჯერი უესტი 4469
ლარი ბერდი 3897
ჯონ ჰავლიჩეკი 3776
ლაშა ქოიავა
www.worldsport.ge