სხვა ყინულოვანი წვიმა კანადაში 2014, 11 იანვარი, 22:10 ყინულოვანმა წვიმამ, რომელიც კანადაში შობის წინა დღეებში მოვიდა, საკმაოდ ბევრი საზრუნავი გაუჩინა ადგილობრივ მცხოვრებელებს-დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაირღვა ავიაშეტყობინებების ქსელი, დაზიანდა მცენარეების საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთმა ცუდმა ამინდმაც კი შეიძლება შემოიტანოს დღესასწაულის და ზღაპარში ცხოვრების შეგრძნება. მაინც რაა ყინულოვანი წვიმა? -ესაა მყარი ატმოსფერული ნალექი, უფრო სწორად წვიმა, რომელიც გადაიქცევა ყინულად ატმოსფეროს ქვედა ფენებში მოხვერდის დროს. სტიქია მძვინვარებდა კანადის ატლანტიკურ და ცენტრალურ რაიონებში. ონტარიოს პროვინცია უშუქოდ და ყინულში ჩაძირული აღმოჩნდა. სტიქიამ შესამჩნევად გააუარესა მდგომარეობა ავტომაგისტრალებზე-კვებეკის და ონტარიოს რეგიონებში მოხდა უამრავი ავარიები, დაიღუპა 5 ადამიანი. ტორონტოში ხის ტოტებმა ვერ გაუძლეს ყინულის სიმძიმეს. ყინულოვანი წვიმა-საკმაოდ ხშირი ბუნებრივი მოვლენაა წმინდა ლავრენტის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც საკმაოდ ხშირია გამყინვარებები. თუმცა უამინდობა ბევრ ადამიანს არ აწუხებს, ზოგი მათგანი ყინულის სკულპტურების გამოჭრითაც კია დაკავებული. ყინულოვანი წვიმები ძალიან ხშირადაა ჩრდილო ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში და ის გამოწვეულია ჰაერის ორი ნაკადის შეჯახებით -ცივი მშრალი და თბილი ნესტიანი ნაკადებით. 187 13-ს მოსწონს
|