![კახა კალაძეს და ანუკი არეშიძეს
მესამე ვაჟი შეეძინათ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014010916590820468.jpg)
კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. კახი ფეხბურთელი, ბიზნესმენი და ახლა უკვე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გახლავთ, ანუკი კი მოდელი და დიზაინერია. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ იტალიაში გაიცნო. დამწყები მოდელი კახის ჩააბარეს, ყურადღება მიაქციეო... წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია, თუმცა ამას მათი ურთიერთობისათვის ხელი არ შეუშლია.
წყვილს სულ ცოტა ხნის წინ მესამე ვაჟი შეეძინა, რომელსაც ვაჩე დაარქვეს. ინტერნეტ სივრცეში ფოტოც ვრცელდება, რომელზეც კახი შვილებთან ერთადაა გამოსახული. სოციალურ ქსელებში მილოცვები არ წყდება. როგორ ირკვევა ანუკიმ მილანში იმშობიარა, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. წყვილს კიდევ ორი ვაჟი ჰყავთ ლევანი და კახა.
![კახა კალაძეს და ანუკი არეშიძეს
მესამე ვაჟი შეეძინათ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014010916592920468.jpg)
კახა კარგი მამა და ქმარია. როგორც წესი ანუკის მშობიარობას სულ ესწრება, ამჯერადაც პირობა ჰქონდა დადებული, რომ ყველა საქმეს გადადებდა და ცოლის გვერდით იქნებოდა. წყვილი ბავშვის სქესს ბოლო წუთამდე ასაიდუმლოებდა. ჭორები კი არ წყდებოდა...
კახა ძალიან დაკავებულია და ოჯახისთვის ბევრი დრო არ რჩება. სულ ცოტა ხნის წინ ანუკიმ უკრაინაში ახალი კოლექცია წარადგინა, მაღაზიაც გახსნა თბილისში, სადაც ქართველ გოგონებს მისი ნამუშევრების შეძენა შეუძლიათ.
ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...
![კახა კალაძეს და ანუკი არეშიძეს
მესამე ვაჟი შეეძინათ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014010916594220468.jpg)
![კახა კალაძეს და ანუკი არეშიძეს
მესამე ვაჟი შეეძინათ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014010916595220468.jpg)
![კახა კალაძეს და ანუკი არეშიძეს
მესამე ვაჟი შეეძინათ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014010917000820468.jpg)