რელიგია სექტანტობის საფრთხე 2014, 8 იანვარი, 13:09 ანტიქრისტეს წინამორბედი, განსაკუთ
საშიში ტოტალიტარული სექტის
"გაერთიანების ეკლესიის" დამაარსებელი"
სან სენ მუნი
(Sun Myung Moon) აი, რას ამბობს ეს ცრუ მესია: "მე ვარ თქვენი გონება"; "ჩემი სურვილი უნდა იყოს თქვენი სურვილი"; "მე ვფიქრომ, რომ ღვთისგან გამოგზავნილ წმიდანთა შორის მე ყველაზე იღბლიანი ვარ"; "მოვა დრო ... ჩემი სიტყვები კანონად იქცევა. თუკი მე რამეს ვისურვებ ყოველივე აღსრულებულ იქნება"; " მთელი მსოფლიო ჩემს ხელთაა, მე დავიპყტობ და განვსჯი მსოფლიოს"; " ყოველივეს, რომ წესრიგში მოვიყვანთ, ჩვენ შევძლებთ ღვთა- ებრივი ნების აღსრულებას. ყოველივე, რაც კი ამას ეწინააღ- მდეგება, განადგურებული უნდა იქნეს; "ჩვენ მსოფლიოში უნდა დავამყაროთ თეოკრატია. ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტ- იკა გავმიჯნოთ რელიგიისაგან"; "სატანურ მსოფლიოს ბიზნესმენები მართავენ. მაშასადამე, ღმერთმა უნდა წარმოგზავნოს თავისი სუპერბიზნესმენი. მესია ყველაზე მდიდარი უნდა იყოს". ამ სატანური იდეების ავტორს, წარმოშობით კორეელ სან სენ მუნს დღესდღეობით ორ მილიონამდე მიმდევარი ჰყავს მსოფლიოს 160 ქვეყანაში. მუნი ცნობილია თავისი ამორალური წარსულით, რისთ-ვისაც ორჯერ იქნა გასამართლებული, მას ბრალი ედებოდა მრავალცოლ-იანობასა და სექსუალურ გაუკუღმართებულობაში. მის წინააღმდეგ სას-ამართლო პროცესზე ათობით ქალი გამოვიდა მოწმედ; ეხლა კი ეს თაღ-ლითი და უზნეო პიროვნება, რომელმაც დიდი ქონება მოიხვეჭა, თავს მესიად რაცხს და მკრეხელურად აცხადებს: იმიტომ მოვევლინე ქვეყნი-ერებას, რომ დავასრულო იესო ქრისტეს მიერ დაწყებული საქმე და კაც-ობრიობა გამოვიხსნა სატანისგანო. 1992-წელს მუნმა საკუთარ თავს ახალი კაცობრიობის "ჭეშმარ- იტი მამა" უწოდა, ხოლო 1993-წელს გამოაცხადა "აღთქმის დასრულ- ების ერა", რომელმაც თითქოს "ახალი აღთქმის ერა" შეცვალა. მისი აზრით, მსოფლიოსთვის "მუნიზმის ეპოქა დადგა". ცხადია, სან სენ მუნი ერთ-ერთია იმ ცრუმესიათგან, ქრისტეს- მტყუართაგან, რომლებიც ბოლო ჟამს გამოჩნდებიან და რომელთა შესახ-ებაც სახარებაში გვაფრთხილებს მაცხოვარი. 59 7-ს მოსწონს
|