![უცნაური ნაძვის ხე ლონდონში image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014010810155537332.jpg)
ახალი წლის წინა დღეებში ქალქების ქუჩებს რთავენ განათებებით, გირლანდებით, ლამაზი პლაკატებით და რაღათქმაუნდა, ნაძვის ხეებით. ბოლო წლებში ტრადიციული ნაძვის ხე ბევრგან შეცვალა კრეატიულმა უცნაურმა ნაძვებმა. სწორედ ასეთი საახალწლო ლამაზმანი დადგეს ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე. ის შექმნეს დიზაინერებმა ესპანური სტუდიიდან Luzinterruptus. ისინი ცნობილი არიან ნამუშევრებით სინათლის ინსტალაციაში და ეს ნაძვი სწორედ მათი ბოლო "შედევრია".
![უცნაური ნაძვის ხე ლონდონში image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014010810161337332.jpg)
ამ ხის შესაქმენლად გამოყენებული იქნა პოლიეთილენის პაკეტები. საახალწლო ფასდაკლებებმა, რომლებიც ევროპაში 25 დეკემბრამდე გრძელდება, დიზაინერებს საშულება მისცა შეეკრიბათ სხვადასხვა ფირმების უამრავი ცელოფანის პაკეტი. ამ პაკეტების სხვადასხვა ფერები, მათი ჭრელ-ჭრელი წარწერები დაეხმარათ დიზაინერებს ულამაზესი ნაძვის მორთვაში.
თითოეული პაკეტი გაბერილია და მიცემული აქვს საჰაერო ბურთისმაგვარი ფორმა, ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და დამაგრებული არიან კარკასზე.
![უცნაური ნაძვის ხე ლონდონში image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014010810165637332.jpg)
მყარ კარკასს აქვს კონუსისმაგვარი ფორმა და განათებულია შიგნიდან სპეციალური გასანათებელი მოწყობილობით, რომელიც საშუალებას იძლევა თანაბრად განათდეს მთელი ეს ხელოვნური ნაძვის ხე.
ზოგიერთი პაკეტი გამოვსებულია სხვა პატარა პაკეტებით, ზოგი კი გაბერილია ჰაერით.
დარჩენილი პაკეტები გამოყენებული იქნა ქუჩის გასალამაზებლად გირლანდების სტატუსით.
![უცნაური ნაძვის ხე ლონდონში image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014010810171837332.jpg)
დიზაინერებმა თავიანთ შემოქმედებას დაარქვეს The Consumerist’s Christmas, რაც ნიშნავს "მომხმარებლების საშობაო ნაძვის ხე".
![უცნაური ნაძვის ხე ლონდონში image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014010810173537332.jpg)
![უცნაური ნაძვის ხე ლონდონში image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014010810182137332.jpg)