რელიგია "სექტანტობის საფრთხე" 2014, 7 იანვარი, 17:30
მოგეხსენებათ, რომ ათეისტური დიქტატურის 70 წლიანმა ბატონობამ ავბედითი დამღა დაამჩნია ჩვენი საზოგადოების ცნობიერებას და ზნეობას. მებრძოლი უღმერთოების მძვინვარების ხანაში რამდენიმე თაობა მოიწამლა "მეცნიერული" ათეიზმისა და დარვინიზმის შხამით. ადამიანები ძალიან მოწყვიტეს ღმერთს და ურწმუნო ნიჰილისტებად აქციეს. ყოველივე ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. რელიგიური აღზრდა-განათლებას და სულიერებას მოკლებული ჩვენი თანამემამულენი მოუმზადებელნი შეხვდნენ დასავლეთის ქვეყნებიდან შემოჭრილ ცხვრის ქურქით მოსილ მგლებს - ათასი ჯურის სექტანტებს, რომლებიც აშკარა იდეოლოგიურ ექსპანსიას ახორციელებენ ჩვენს სამშობლოში.
სექტების უმეტესობა დაუფარავად ქადაგებს ძალადობას, გარყვნილებას, კაცთმოძულეობას, სხვაგვარად მოაზროვნეთადმი ზიზღსა და სიძულვილს. ბევრი მათგანი აშკარა ოკულტური ხასიათისაა, რადგან მათ მოძღვრებას ადეპტები უშუალოდ ბნელ ძალებთან - დემონებთან შეჰყავთ კონტაქტში, რისი შედეგებიც მეტად სავალალოა.
ამ და მომდევნო, რამოდენიმე სტატიაში შემოგთავაზებთ სხვადასხვა ტოტალოტარულ-დესტრუქციული სექტების მიმოხილვას. სტანიზმის საფრთხე სატანური სექტები ეს ყველაზე უფრო ამაზრზენი და კრიმინოგენური ნაირსახეობებია დესტრუქციული კულტებისა. თუკი ძველად სატანისტები შენიღბულად მოქმედებდნენ, რადგან საერო და სასულიერო ხელისუფალნი მათ დევნიდნენ ანტი-საზოგადოებრივი საქმიანობისა და არაადამიანური დანაშაულებების გამო; ახლა, დღევანდელ დემოკრატიის ხანაში ისინი ხელფეხგახსნილნი არიან და აქტიურად და შეუნიღბავად ეწევიან ძირგამომთხრელ და სულისდამღუპველ "მოღვაწეობას". სატანიზმის ძირითადი პრინციპი ბოროტების შეგნებული თაყვანისცემა და განდიდებაა. სატანა, რომელიც ქრისტიანული სწავლებით დაცემული ანგელოზი, ყოველივე ბოროტების წყარო, სიცრუის მამა, მტყუვარი და კაცისმკვლელია, თანახმად მაცხოვრის სიტყვებისა, სატანისტებს ღმერთად და ყოვლისშემძლე მბრძანებლად მიაჩნიათ და შეგნებულად ემსახურებიან მას. სატანიზმი ფაქტიურად ქრისტიანობის ანტიპოდია, მისი იდეები უაღრესად პრიმიტიულია. აი, რა არის ეშმაკის მიმდევართა რელიგიური კრედო: 1. სატანა ყველაზე ძლიერია; 2. ცხოვრება ძალადობაა; 3. აუცილებელია დაემორჩილო საკუთარ ქვენა ინსტიქ- ტებს და მისწრაფებებს; 4. აუცილებელია საზოგადოების კანონების მოთხოვნათა წინააღმდეგ წასვლა, ან ყოველშემთხვევაში მათ მიმართ ინდეფერენტულობაში; 5. საჭიროა სოციალური სტრუქტურების შინაგანად გახრწნა. 6. ჭეშმარიტი სიხარული საკუთარ მტრებზე შურისძიებაა; 7. ამქვეყნიური ცხოვრება - მოსამზადებელი პერიოდია ჯოჯოხეთში გადასასვლელად და იქ საკუთარი მტრების სატანჯველად; 8. ყოველივე, რაც ოფიციალურ რელიგიებს უკავშირდება შეძლებისდაგვარად, შებილწული უნდა იქნეს; 9. უმთაბრესი მტერი მართლმადიდებლობაა. როცა სატანისტები თავიანთ სექტაში ახალ წევრს იღებაენ, მათ აიძულებენ, რომ შეურაცხყოს ჯვრის გამოსახულება და განუდგნენ ქრი ტიანიბას.მკრეხელური სატანური რიტუალების უმთავრესი ნაწილია ე.წ. შავი მესა, რომელსაც ღამით ასრულებენ. საკურთხევლის ნაცვლად იყენებენ შიშველი ქალის სხეულს, მას მუცელზე თასს ადგამენ, რომელშიც ახალი სისხლი ასხია (მსხვერპლად ცხოველების გარდა, ადამიანებსაც სწირავენ, მათ შორის, ჩვილ ბავშვებსაც); ანთებენ შავ სანთლებს, უკუღმა კითხულობენ ლოცვას და წარმოთქვამენ წყევლას, დებენ აღთქმას, რომ არ ჩაიდენენ არც ერთ კეთილ საქმეს და ყველა ცოდვით შესცოდავენ. მესის დასასრულს იმართება ორგია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ათასობით სატანური თუ დემონური სექტა და დაჯგუფება მოქმედებს, რომელთაც მილიონობით მიმდევარი ჰყავთ. სტატისტიკის მიხედვით სულ ცოტა, 3- მილიონი ამერიკელი დემონური კულტების მიმდევარია. ცნობილი სატანური სექტა - "დრუიდების საერთაშორისო საზოგადოება" 5-მილიონამდე წევრს ითვლის. რუსეთში აქტიურად მოქმედებენ სატანური სექტები - "რუსეთის სატანური ეკლესია", "სამხრეთის ჯვარი", "შავი ანგელოზი", "სატანის საზოგადოება", "ლურჯი ლოტოსი", "მწვანე ორდენი", "შავი დრაკონი", და სხვები .... არის ცნობები იმის თაობაზე, რომ სატანური კულტის მიმდევრები ჩვენშიც გამოჩნდნენ, კერძოდ საქართველოს დედაქალაქში - თბილისში. თუ რა სფრთხეს წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისთვის სატანისტური სექტების გააქტიურება, ამაზე ქვემოთ მოყვანილი კრიმინალური ქრონიკა მეტყველებს, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ფაქტია აღნიშნული იმ უამრავ ბოროტმოქმედებათაგან, რაც სატანისტებს ჩაუდენიათ: 1972-წ "სატანის ეკლესიის" აქტიურმა წევრმა, ჩარლზ მენსონმა განახორციელა მსახიობ შარონ ტეიტის და მისი მეგობრების რიტუალური მკვლელობა. შენობაში, რომელშიც მკვლელობა აღესრულა, კედლებზე საკულტო ნიშნები იყო გამოსახული - გადაბრუნებული ჯვრები და პენტაგრამები. 17-წლის როს კონჩერის რიტუალური მსხვერპლშეწირვა 1973-წლის აპრილში. მოკლულის მხეცურად დამახინჯებული სხეული აღმოჩენილი იქნა ქალაქ დეიტონ-ბიჩის (ფლორიდა, ა.შ.შ.) მახლობლად. პოლიციის დასკვნით, კონჩერი სატანისტთა მსხვერპლი გახდა. 1988-წელს ოქტომბერში 25 წლის სატანისტმა ბრენტფორდმა ქალაქ ონტარიოში რიტუალურად მოკლა თავისი 12 წლის და. 1989-წელს ბრაუნსვილის (ტეხასი, ა.შ.შ.) მახლობლად პოლიციამ აღმოაჩინა სატანისტების სექტა, რომელიც ადამიანთა მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა. 1989-წელს პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) სატანის კულტის ადეპტებმა სიცოცხლეს გამოასალმეს 5 მცირეწლოვანი გოგონა. 1993-წელს 18 აპრილს, აღდგომის ღამეს, სატანისტმა ნიკოლოზ ავერინმა ოპტინის უდაბნოში სამი ბერი მოკლა. დაკითხვისას ავერინმა დაადასტურა, რომ ეს მკვლელობა რიტუალურ ხასიათს ატარებდა. საერთოდ 1998-წლიდან მოყოლებული, სატანისტებმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე მღვდელმსახური მოკლეს. ქ.საბაროვსკის სიახლოვეს, 1990-1993წწ სატანური სექტის - "ეშმაკის ორდერნის" ადეპტებმა რამდენიმე რიტუალური მკვლელობა აღასრულეს. 1995-წლის 6 იანვარს(ამ დღეს ყველა სატანისტი დღესასწაულობს), პამირის ერთ-ერთ სასაზღვრო საგუშაგოზე ჯარისკაც-მა სატანისტმა ავტომატური იარაღით მოკლა ორი ჯარისკაცი, მესამე დაჭრა, რის შემდეგაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, როგორც გამოირკვა, თვითმკვლელი მესაზღვრეებს შორის სატანიზმის იდეებს ქადაგებდა და ცდილობდა მათ გადაბირებას. 1995-წელს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის წინ, რიაზანის მახლობლად, სამხედრო დასახლება დიაგილევოში ოფიცრის ცოლმა, "ექსტრასენს-მკურნალმა" არინა ზაბროდინამ საშინელი რიტუალური მკვლელობა აღასრულა. მან ეშმაკს მსხვერპლად შესწირა საკუთარი ვაჟი, მეორეკლასელი კოლია, რომელსაც თავისი ხელით მოჰკვეთა თავი. მხოლოდ მილიციის ჩარევამ იხსნა სიკვდილისაგან სატანისტი ექსტრასენსის გოგონა, რომელიც მორიგი მსხვერპლი უნდა გამხდარიყო. 1995-წლის ოქტომბერში ქ.ბრესტში სატანისტებმა რიტუალურად მოკლეს პატარა ბიჭი. 1998-წელს, სანკტ-პეტერბურგში სატანისტებმა მსხვერპლად შესწირეს ახალგაზრდა ქალი. 1996-წლის მაისში იერუსალიმში, მონასტრის კედელთან აღმართულ ჯვართან სატანისტებმა ახალგაზრდა კაცის მსხვერპლშეწირვა აღასრულეს. და ასე შემდეგ... სატანისტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა არასრული ნუსხაც კი ერთობ შემაძრწუნებელია: ადამიანთა რიტუალური მკვლელობანი; ადამიანთა, მათ სორის მცირეწლობანთა გატაცება; მცირეწლოვანთა გახრწნა; გაუპატიურებანი, რიტუალური ორგიები, გარყვნილება და ყველა სახის სქესობრივი გაუკუღმართება; საფლავთა შებილწვა და განკრახვა; ტაძრების შებილწვა და სიწმიდეების შეგინება, ღვთის გმობა და მკრეხელობა; ცხოველების წამება და რიტუალური მსხვერპლშეწირვა; ნარკოტიკების გამოყენება გავრცელება და სხვა. სატანისტები მასობრივი ტირაჟით ავრცელებენ სატანურ ლიტერატურას, ორგანიზებას უკეთებენ როკ-კონცერტების ჩატარებას, უსვებენ ტანსაცმელს, სამკაულებს სხვადასხვა სიმბოლიკით. სატანური იდეების აქტიურ პროპაგანდისტებად წარმოჩნდნენ როკ მუსიკის პოპულარული ჯგუფები: "LED ZEPPELIN"; "THE WHO"; "SLAYER"; "ROLING STONES"; "BLACK SABBATH" და სხვები. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი აღიარებული მაგი და ჯადოქარი, სატანისტი ალისტერ კროული ამბობდა: "სატანა ადამიანის მტერი არაა, იგი სიცოცხლე, სიყვარული და სინათლეა". მაგრამ ამ მკრეხელურ სიცრუეს თვით სატანისტთა შავბნელი საქმეები ამხილებენ, რომლებიც სისხლით და ძალადობით არიან გაჟღენთილნი, როგორც უტყუარი ნივთმტკიცება და დადასტურება სატანიზმის ჯოჯოხეთური ხასიათისა... დროა, რომ ჩვენმა საკანონმდებლო ორგანოებმა მიიღონ იურიდიული აქტები, რომლებიც აკრძალავენ სატანისტებისა და მათი მსგავსი დესტრუქციული სექტების საქმიანობას, რომლებიც ხრწნიან და ღუპავენ ადამიანებს როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. 380 5-ს მოსწონს
|