x
image
რედაქტორი
ტორტი გემრიელი ფანტაზია

image
ეს ტორტი გამოდის ძალიან გემრიელი. მჟავე ჯემი კარგად აბალანსირებს ტორტის გემოს. მთავარია ჯემი იყოს მჟავე და ფანტაზია თქვენთვის მომინდია.


ცომის ინგრედიენტი:
-კვერცხი - 5 ცალი
-შაქარი - 3 ჭიქა
-ფქვილი - 5 ჭიქა
-თაფლი - 2 სუფრის კოვზი
-მარგარინი - 250გრ
-სოდა - 3 ჩაის კოვზი

-კაკაო - 0, 5 ჭიქა.

კრემის ინგრედიენტი:

-ერთი ქილა-შედედებული რძე
-ნაღების კარაქი - 300-400გრ
-კვერცხი - 1 ცალი
-შაქარი - ერთი ჭიქა
-ფქვილი - ნახევარი ჭიქა
-მჟავე ჯემი (თქვენი გემოვნებით)

მოსართავად:
-შოკოლადი 200გრ
-რძე -50გრ


კრემის მომზადება:
400გრ კარაქი აურიოთ შედედებულ რძეს, დავამატოთ კვერცხი და შაქარი ვთქვიფოთ მანამ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. ამის შემდეგ დავამატოთ ფქვილი და ვურიოთ ნელნელა ისე რომ კარგად გაიხსნას. შემდეგ შევდგათ გაზზე და მოვხარშოთ კრემი.ამის შემდეგ ვურიოთ გაცივებამდე.

მოსართავის მომზადება:
შოკოლადს დავტეხავთ ნატეხებად და ჩავყრით ბლენდერში დავასხათ რზე ავთქვიფოთ და დავადგათ გაზზე. თუ შეატყობთ რომ რძე
ცოტაა მაშინ დაამატეთ ან პირიქით. ცოტა ვაცალოთ გაზზე შემდეგ გადმოვიღოთ და ტორტი დავფაროთ შოკოლადით.

ტორტის მომზადება.
კვერცხი და შაქარი ვთქვიფოთ მიქსერით კარგად, დავამატოთ თაფლი, გამდნარი მარგარინი, სოდა, კაკაო და ამოვურიოთ კარგად, შემდეგ ნელნელა დავამატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ. მზა ცომი გავყოთ სამ ნაწილად და გამოვაცხოთ ღუმელში. გამომცხვარი ფენები კარგად გავაციოთ, პირველ ფენას წავუსვათ ჩვენს მიერ მომზადებული კრემი, მეორე ფენას ჯემი და მესამე ფენას ისევ კრემი. ზემოდან დავფაროთ ჩვენს მიერ მომზადებული შოკოლადით. ტორტი ფანტაზია მზად არის აცადეთ ერთი ღამე რომ დალბეს. შემდეგ გემრიელად მიირთვით.




0
389
5-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0