საზოგადოება ყველაზე უჩვეულო მამა მსოფლიოში.(+ბევრი ფოტო) 2014, 2 იანვარი, 16:32 ამერიკელი დეილ პრაისი შეიძლება მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო მამის ტიტულის მფლობელი გახდეს.მისი შვილი რეინი კი, რომელიც 16 წლისაა, სულაც არ არის აღფრთოვანებული მამის მიერ ჩატარებული "გმირობებით".პირველ რიგში ის ყოველ დილით აცილებს მის ბიჭს სკოლაში მიმავალ ავტობუსამდე, კოცნის მას მისი თანაკლასელების წინაშე.შემდეგ კი დიდხანს დგას და ხელის ქნევით ემშვიდობება მათ.ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ამას ყოველდღე ის აკეთებს სხვადასხვა სამასკარადო "კოსტუმებში" გამოწყობილი.დღეს მაგალითად ჩაიცმევს საქორწილო კაბას, ხვალ პირატის ფორმას, ზეგ ქალთევზას ფორმას და ასე შემდეგ.ყოველ დილით ის "საპარადო" ფორმაში გამოწყობილი ელოდება მის შვილს სახლის წინ. ბოლო დრომდე რეინი სკოლაში მშვიდად მიდიოდა, რადგან ავტობუსი გაივლიდა გზას მისი სახლიდან საკმაოდ მოშორებით, მაგრამ მარშრუტი შეიცვალა და მამამისი ყოველ დილით ახერხებს მოსწავლეების გამხიარულებას.აღსანიშნავია, რომ მისი კოსტუმები თანდათან უფრო და უფრო გამომწვევი ხდება.ამ ბოლო დროს მის ფორმებში ქალური ელემენტები უფრო სჭარბობს. 1111 14-ს მოსწონს
|