სალათები სალათა "იები" 2014, 1 იანვარი, 20:51 ინგრედიენტები: ლორი-300 გრამი შავქლიავის ჩირი(უმჯობესია მჟავე)-200 გრამი ქამა სოკო-400 გრამი კიტრი-300 გრამი კორეული სტაფილო-200 გრამი მაიონეზი მარილი, შავი წიწაკა-გემოვნებით მოსართავად: ბოლოკი-4-5 ცალი ისპანახის ფოთლები მოხარშული კვერცხის გული-1 ცალი კრეკერი მარილიანი-100 გრამი მომზადება: ლორი დავჭრათ წვრილ მოგრძო ნაჭრებად, ქამა სოკოც დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში, კიტრი დავჭრათ წვრილ მოგრძო ნაჭრებად, ჩირიც დავჭრათ პატარებად. ფართე სასალათეზე მოვათავსოთ ინგრედიენტები რიგრიგობით, გადავუსვათ მაიონეზი და მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და შავი წიწაკა. სალათა მოვრთოთ შემდეგნაირად: ბოლოკი დავჭრათ წრეებად, ცოტა ხნით ჩავაწყოთ ჭარხლის წვენში, რომ მოვარდისფრო შეფერილობა მიიღოს. გავაკეთოთ იები ბოლოკისაგან, ფოთლები გავუკეთოთ ისპანახით, გვერდები კი გავულამაზოთ მარილიანი კრეკერებით. იების გული გავაკეთოთ შემდეგნაირად: მოხარშული კვერცხის გული დავფშვნათ და ნამცეცები მოვაყაროთ შუაში. მიირთვით გემრიელად! 109 9-ს მოსწონს
|