x
image
მანჩო 777
სალათი "ანანასი"
image
ინგრედიენტები:

კარტოფილი- 2-3 ცალი

ქათმის მკერდის ფილე- 1 ცალი(300-400 გრამი)

ნიგოზი-100 გრამი


კვერცხი-3 ცალი

ყველი-100 გრამი

კიტრის პიკული- 4-6 ცალი

ხახვი- 1 ცალი (საშუალო ზომის)

მაიონეზი-200 გრამი

მარილი, წიწაკა-გემოვნებით

მწვანე ხახვი-მოსართავად

მომზადება:

კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, მოვხარშოთ კანიანად, გავაცივოთ, გავასუფთავოთ კანისაგან და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

კვერცხი მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და გავფცქვნათ. ისიც გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ქათმის ფილე მოვხარშოთ, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად.

ყველი გავხეხოთ სახეხზე, კიტრის მწნილი დავჭრათ წვრილად. ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ ალყა-ალყა. ინგრედიენტები დავალაგოთ სასალათეზე, ყველა ფენას მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა, გადავუსვათ მაიონეზი. ზემოდან მოვრთოთ ნიგვზის ნახევარი ლებნებით და მწვანე ხახვის ფოჩვებით.

imageimageimageimage




0
347
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0