x
image
მანჩო 777
სალათი "ასტრა"


image ინგრედიენტები:

ქათმის მკერდის ფილე-1 ცალი

საშუალო ზომის პომიდორი-2 ცალი

ნიორი-2 კბილი


მოხარშული კვერცხი-4 ცალი

წითელი ბულგარული წიწაკა-1 ცალი

მარილი-გემოვნებით

თეთრი პურის ორცხობილა-1 ჭიქა

მაიონეზი-3 სუფრის კოვზი



მომზადება

ქათმის ფილე მოვხარშოთ, დავჭრათ წვრილად.პომიდორი დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად. ნიორი დავაქუცმაცოთ. კვერცხი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე .ბულგარული წიწაკა დავჭრათ
კუბიკებად. ორცხობილა მოვამზადოთ 3 ნაჭერი თეთრი პურისაგან: დავჭრათ კუბიკებად პური, დავასხუროთ ცოტაოდენი
წყალი და მოვაყაროთ მარილი, გამოვახმოთ ტაფაზე.


დავაწყოთ ფენებად სასალათეზე: ქათმის ფილე, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ნიორი, ორცხობილა. მოვაყაროთ მარილი.ყველა ფენას მოვასხათ მაიონეზი.

მიირთვით გემრიელად

0
463
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0