x
image
მანჩო 777
ტოპ-ხუთეული ყველაზე გემრიელი და ლამაზი საახალწლო სალათებისა
1. ყველის საუზმე ჩიპსებზე

image

მასალა:

ყველი-100 გრამი


პამიდორი-300 გრამი

მწვანილი-გემოვნებით

მაიონეზი

კარტოფილის ჩიპსები

ზეთისხილი-გასაფორმებლად.

მომზადება:

ერთმანეთში ავურიოთ დაჭრილი პამიდორი, გახეხილი ყველი და მწვანილი. შევაზავოთ მაიონეზით. მოვათავსოთ ჩიპსებზე და მოვრთოთ ზეთისხილით.


2.სალათა "ჭიამაია"

image

მასალა:

თეთრი პური

პამიდორი "ჩერი"

ზეთისხილი კურკის გარეშე

ნაღების ყველი

მაიონეზი

მწვანილი(კამა, ოხრახუში)

მომზადება:

წვრილად დავჭრათ კამა. პურის ნაჭრებს გვერდებზე წავუსვათ ნაღების ყველი, ხოლო ზედაპირზე ყევლაში არეული დაჭრილი კამა. ზემოდან დავაწყოთ ოხრახუშის ფოთლები და შუაზე გაჭრილი პამიდორი "ჩერი". ზეთისხილით და მაიონეზით გავუკეთოთ თვალები და ხალები, რომ ჭიამაიას დაემსგავსოს.


3.სწრაფი და გემრიელი საუზმე"ბუტერბროდები ორაგულით და წითელი ხიზილალით"

image

მასალა:

პურის ნაჭრები

ორაგული

კარაქი

წითელი ხიზილალა

კამა-მასართავად

მომზადება:

პურის ნაჭრებიდან ფორმის საშუალებით ამოვჭრათ გულები. მოვათავსოთ პურზე მოხარშული ან შებოლილი ორაგული, დავადოთ პურის მეორე ნაჭერი, წავუსვათ კარაქი და უხვად დავადოთ წითელი ხიზილალა.ნაპირებზეც წავუსვათ კარაქი და მოვრთოთ დაკეპილი კამით. შეიძლება აგრეთვე ზემოდან დავადოთ ლიმონის ნაჭერი.


4.საუზმე "სასაცილო ფუტკრები"

image

მასალა:

ღვიძლი-700 გრამი

ხახვი-1 ცალი

კვერცხი-7 ცალი

ფქვილი-4 ს/კ

სოდა-1 ჩ/კ

კეფირი-ნახევარი ჭიქა

მარილი, წიწაკა, ნიორი-გემოვნებით

მზესუმზირის ზეთი

ყველი-250 გრამი

მწვანილი

ზეთისხილი

ბოლოკი

მაიონეზი

მომზადება:

ღვიძლი და ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპში, დავამატოთ კეფირი, ფქვილი, სოდა, 4 ცალი კვერცხი, მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ. გავაცხელოთ ტაფა და დავასხათ ზეთი. მიღებული მასით გავაკეთოთ თხელი ბლინები და შევწვათ ორივე მხრიდან ზეთში. როცა ბლინები გაცივდება, მისგფან გამოვჭრათ წრეები. ყველი გავხეხოთ, დავამატოთ დანაყილი ნიორი, მაიონეზი და კამა. წავუსვათ ბლინებს ეს სოუსი და დავალაგოთ ერთად 3-4 ცალი ერთმანეთზე. თავზე მოვაყაროთ დაჭრილი ბლინის ნამცეცები. 'მოხარშული კვერცხისაგან გავაცალკავოთ ცილა და გული. დავჭრათ ცალ-ცალკე. ჩვენი ბლინებისაგან გაკეთებულ მასას წავუსვათ მაიონეზი, გვერდები ამოვავლოთ დაჭრილ ცილაში, ხოლო ზედაპირი გულში. დავდოთ სასალათეზე ან სალათის ფურცლებზე და ზემოდან მოვრთოთ მწვანე და შავი ზეთისხილისაგან გაკეთებული ფუტკრებით.


5. სალათა "სოკოები"

image

მასალა:

კვერცხი მოხარშული-3 ცალი

ლორი-100 გრამი

ყველი-100გრამი

პამიდორი "ჩერი"-15 ცალი

კიტრი-1 ცალი

მწვანილი(სალათის ფოთლები, კამა)

მაიონეზი

მომზადება:

გავხეხოთ მოხარშული კვერცხი და ყველი, დავჭრათ წვრილად ლორი, ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში და შევაზავოთ მაიონეზით.პამიდორი გავჭრათ შუაზე, ხოლო კიტრი დავჭრათ რგოლებად.სასალათეზე დავაწყოთ სალათის ფოთლები, დავდოთ კიტრის რგოლები და ზედ მოვათავსოთ ჩვენი შეზავებული სალათა სოკოს ფეხის მსგავსად. თავზე დავახუროთ პამიდორის ნახევრები და გავუკეთოთ წერტილები მაიონეზით.

გემრიელად მიირთვით!

2
1124
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1124
  
2013, 30 ნოემბერი, 18:39
მმ უნდა ამოვიწერო მომეწონა
0 1 2