ფეხბურთი
გარდაიცვალა ილია ციმბალარი
2013, 29 დეკემბერი, 13:10
წუხელ ოდესაში, 44 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა ცნობილი ფეხბურთელი ილია ციმბალარი. მისი კარიერა ოდესის “ჩერნომორეცში” დაიწყო, შემდეგ თამაშობდა მოსკოვის “სპარტაკში” (1993-99), “ლოკომოტივში” (2000) და მახაჭყალის “ანჟიში” (2001-02). 1992 წელს მან 3 მატჩი ჩაატარა უკრაინის ეროვნულ გუნდში, შემდეგ კი მოქალაქეობა შეიცვალა და რუსეთის ნაკრებში გადაინაცვლა, სადაც 28 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ბოლო წლებში ის სამწვრთნელო საქმიანობით იყო დაკავებული.
სოლომონ გულისაშვილი
www.worldsport.ge