კერძები ხორცისაგან უგემრიელესი "ხორციანი კექსი" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 27 დეკემბერი, 19:22
ამ გემრიელი რულეტისთვის საჭიროა შემდეგი
ინგრედიენტები:
*შებოლილი ხორცი ან შებოლილი ძეხვი–350გრ. *მოხარშული ლობიო ან კონსერვირებული ლობიო–400გრ. *ყველი–100გრ. *არაჟანი–100გრ. *მაიონეზი–100გრ. *კვერცხი–3ც. *ფქვილი–1ჭ. *სოდა–1ჩ.კ. *კამა–1შეკვრა მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ყველი და შებოლილი ხორცი ან ძეხვი დავჭრათ კუბიკებად.შევურიოთ ლობიო და წვრილად დაკეპილი კამა. კვერცხი, არაჟანი და მაიონეზი ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ სოდა და ფქვილი.ყველაფერი ავურიოთ კარგად. გავახუროთ აერღუმელი 180 გრადუსზე.კექსის ყალიბში წავუსვათ ზეთი და ჩავასხათ მიღებული მასა და ვაცხოთ 30–40 წუთი.რომ შეგრილდება დავჭრათ და... მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა. 253 5-ს მოსწონს
|