კერძები ხორცისაგან მაკარონის ცხელი კერძი გემრიელ ხორცის ფარშთან ერთად (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 16 დეკემბერი, 16:25
ამ კერძის მომზადება ძალიან ადვილია და ბევრმა დიასახლისმა კარგადაც იცის, მაგრამ ახალბედა დიასახლისებს არ აწყენთ თუკი ყურადღებით წაიკითხავენ მოწოდებულ რეცეპტს, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია და ამავდროულად ადვილი მოსამზადებელი.მოწონთ როგორც პატარებს ასევე უფროსებსაც.
ამ კერძის მოსამზადებლად საჭიროა
შემდეგი ინგრედიენტები:
–200გრ.–მაკარონი –500გრ–ხორცის ფარში(ნაკლებ ცხიმიანი) –1ც–სტაფილო(საშუალო ზომის) –1თ–ხახვი –2კბილი–ნიორი –მარილი და წიწაკა გემოვნებით მომზადების წესი: 1)ჯერ მოვამზადოთ ინგრედიენტები: გახურებულ ზეთიან ტაფაზე დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო და ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი. 2)კარგად მოვთუშოთ, ვიდრე ხახვი არ შეწითლდება, მერე კი დავამატოთ ფარში და ვშუშოთ კიდევ 10 წუთი საშუალო სიმხურვალის ცეცხლზე. 3)მაკარონი მოვხარშოთ მარილწყალში, შემდეგ გადავყაროთ თუშფალანგზე და როცა კარგად დაიწრიტება წყლისგან, შევაერთოთ მოთუშულ ფარშთან, ცოტახანს კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე, დავამატოთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით, კარგად ავურიოთ და ჩვენი გემრიელი მაკარონიანი კერძი მზადაა. სუფრასთან მიიტანეთ ცხლად და... მიირთვით გემრიელად! P.S რადგან მარხვაა, შეგვიძლია ხორცის ფარში შევცვალოთ მოთუშული, წვრილად დაჭრილი სოკოთი.გამოდის ძალიან გემრი ელი. თქვენი მაშა 1566 7-ს მოსწონს
|