კერძები ხორცისაგან უგემრიელესი ხორციანი რულეტები კვერცხით– კარტოფილთან ერთად (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 18 დეკემბერი, 22:35
ამ გემრიელი კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება შემდეგი
ინგრედიენტები:
–500გრ––ხორცი –2––––––კვერცხი –3ს.კ––––ნაღები(33%-ანი)+200გრამი თავზე მოსასხმელად –1შეკვრა–კამა –1ს.კ–––––მაიონეზი –ნიორი––4კბილი –1კგ––––კარტოფილი –წიწაკა და მარილი გემოვნებით მომზადების წესი: 1)ავთქვიფოთ კვერცხი, ნაღები, კამა და ცოტა მარილი და გახურებულ ცხიმიან ტაფაზე შევწვათ ომლეტი.გავაცივოთ, გადავუსვათ მაიონეზი, გადავახვიოთ რულეტივით და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. 2)ხორცი დავჭრათ მოგრძო თხელ ნაჭრებად.დავბეგვოთ, წავუსვათ მარილი, წიწაკა და ნიორი.დავადოთ ომლეტის ნაჭერი და გადავახვიოთ რულეტივით. 3)კარტოფილი გავთალოდ და დავჭრათ რგოლებად, მოვაყაროთ ცოტა მარილი. 4)გამოსაცხობ ფორმაში წავუსვათ ცხიმი დავაწყოთ რიგში ხორციანი რულეტიკები და გვერდით მივუწყოთ კარტოფილი. 5)გახურებულ ღუმელში შევდგათ შესაწვავათ 20 წუთი.შემდეგ გამოვიტანოთ, მოვასხათ ნაღები და ისევ გავაჩეროთ ღუმელში ნახევარი საათი. 6)სუფრაზე მიტანის წინ, კერძს მოვასხათ ნიორის, კარაქისა და კამის სურნელოვანი სოუსი(2ს.კ.გამდნარ კარაქს დავამატოთ 2 კბილი გასრესილი ნიორი და ცოტა წვრილად დაჭრილი კამა) მიიტანეთ სუფრასთან ასევე ცხლად და... მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა 636 8-ს მოსწონს
|