კერძები ხორცისაგან გემრიელი ღორის ხორცის "შუბა" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 29 დეკემბერი, 10:37 ამ გემრიელი კერძის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები: –ღორის რბილი ხორცი –500გრ –პომიდორი2-3 ცალი –ყველი–150გრ –სოკო– 250გრ –ისპანახი–200გრ –მდოგვი –მარილი –წიწაკა მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: 1)ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვაწყოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. 2)დავამატოთ მარილი, წიწაკა და გავუსვათ მდოგვი. 3)მოვაწყოთ სოკო და მრგვალებად დაჭრილი პომიდორი 4)მოვაწყოთ დაჭრილი ყველი. 5)მოვაყაროთ ისპანახი. ვაცხობთ 220გრადუს ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში. თვალსაჩინოებისთვის შემოგთავაზებთ ფოტორეცეპტს, რაც გაგიადვილებთ მომზადების პროცესს. აი მზადაა ჩვენი გემრიელი ხორცის"შუბა" და ... მიირთვით გემრიელად! მრავალ შობა–ახალ წელს დაესწარით! თქვენი მაშა 290 4-ს მოსწონს
|