ტკბილეული ხილის სალათი ფორთოხლის კალათებში– დაამშვენეთ საახალწლო სუფრა (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 27 დეკემბერი, 18:38
ხილის სალათი ფორთოხლის ქერქში–ეს შესანიშნავი დესერტია სადღესასწაულო სუფრისთვის.ის უხდება შამპანიურს ან სადესერტო ღვინოს.ამ სალათს უხდება ნაღები და იოგურტი.
ის შეგვიძლია მოვამზადოთ 30 წუთში.4პორციისთვის საჭიროა შემდეგი
ინგრედიენტები:
*ვაშლი–3ც. *კივი–2ც. *ბანანი–2ც. *ფორთოხალი–2ც *მარწყვი–150გრ. *ყურძენი–150გრ. *ბროწეული–1ც. *ლიმონის წვენი–1ჩ.კ. *ნაღები ან იოგურტი–გემოვნებით მომზადების წესი: 1.ვაშლი გავასუფთაოდ კანისა და თესლებისგან და დავჭრათ პატარა კუბიკებად, დავნამოთ ლიმონის წვენით და მოვურიოთ. 2.კივი მჭრელი დანით გავასუფთაოდ კანისგან, გავჭრათ 4 ნაწილად და შემდეგ დავჭრათ თხელ ნაჭრებად. 3.გაფცქვნილი ბანანიც დავჭრათ თხელ ნაჭრებად. 4.მარწყვი გავრეცხოთ, მოვაცილოთ ფოჩები და გავჭრათ შუაზე. 5.ფორთოხალი გავჭრათ შუაზე.დანით გავაცალკაოდ გული ქერქისგან და კოვზის დახმარებით ამოვიღოთ რბილობი.ქერქს მოვაცილოთ თეთრი რბილობიც.ფორთოხლის ლებნები გავაცალკავოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. 6.გამზადებული ფორთოხლის ქერქები ამოვავსოთ დაჭრილი ხილით, თავზე მოვასხათ ათქვეფილი ნაღები ან იოგურტი და ზემოდან დავადოთ გაჭრილი მარწყვი. ჩვენი დესერტიც მზადაა. გემრიელად მიირთვით! თქვენი მაშა 70 5-ს მოსწონს
|