x
image
რუსუდან ბერიძე
ხილის დესერტი.ხილის სალათა–,,ლასვეგასი"
image

ინგრედიენტები:

–––––––––––––

–ბანანი–1ცალი.


–ფორთოხალი–1ც.

–მსხალი–1ც.

–ვაშლი–1ც.(მომჟავო გემოსი)

–კივი–1ც.

–მარწყვი–0, 5კგ.

–1ლიმონის წვენი.

–1/2 ჭ.შაქარი.


მომზადების წესი:

––––––––––––––

მარწყვი ჩავყაროთ ბლენდერში შაქართან ერთად და დავამუშაოთ.ეს იქნება სალათის შემავსებელი.ვაშლი გავასუფთაოდ და დავჭრათ კუბიკებად.ასევე ფორთოხალიც გავასუფთაოდ კანისგან და თეთრი ზედაპირისგან და ისიც დავჭრათ კუბიკებად.კივიც გავასუფთაოდ და დავჭრათ ასევე.მსხალიც გავასუფთაოდ კანისგან და კურკებისგან და დავჭრათ კუბიკებად.ბანანი გავფცქვნათ და ნაწილი კუბიკებად დავჭრათ და ნაწილი კი– რგოლებად.დაჭრილ ხილს მოვასხათ ლიმონის წვენი.მოვაწყოთ ფენა-ფენა კუბიკებად დაჭრილი ხილი.ხოლო ზემოდან მოვრთოთ რგოლებად დაჭრილი ბანანით. მოვასხათ მარწყვის სოუსი. მოვახეხოთ თეთრი შოკოლადი ან ქოქოსის ფხვნილი და ასე მივიტანოთ სუფრასთან გაციებული წესით.

გემრიელად მიირთვით სასიამოვნო დესერტი!

0
54
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0