x
image
რუსუდან ბერიძე
უგემრიელესი ნუგბარი მთელი ოჯახისთვის–იოგურტის მუსი მარწყვითა და კივით
image

ინგრედიენტები:

400გრ.–მარწყვი

200გრ.–კივი


12გრ.–ჟელატინი

2ჩ.კ –ვანილის შაქარი

1ც–ლიმონი

400გრ.– იოგურტი

40გრ.–შაქრის პუდრა

150გრ.–ნაღები(მაღალი ცხიმიანობით)

ცოტა პიტნა გასაწყობად

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

1).ჟელატინი ჩავალბოთ 100 მილიგრამ ცივ წყალში, 30 წუთის განმავლობაში ვიდრე კარგად არ გაჯირჯვდება.

2).მარწყვისგან გავაკეთოთ პიურე და დავუმატოთ 1 ჩ.კ ვანილი.

3).ლიმონი გავრეცხოთ და ავათალოთ ცედრის წვრილი ნაჭრები.ნახევარი ლიმონიდან გამოვწუროთ წვენი, დავამატოთ იოგურტს ეს წვენი, შაქრის პუდრა და შევდგათ მაცივარში.

4).ჟელატინი შევდგათ ნელ ცეცხლზე გადნობამდე, არ ავადუღოთ, გადმოვდგათ, ცოტა შევაგრილოთ და ნელ-ნელა კოვზობით და განუწყვეტელი მორევით შევურიოთ იოგურტი და შევდგათ მაცივარში.

5).ნაღები ავთქვიფოთ კარგად, როგორც კი იოგურტი დაიწყებს შედედებას შევურიოთ მას, აგრეთვე შევათქვიფოთ გამზადებული მარწყვის პიურეც და დარჩენილი ვანილი.

6).ნუგბარისთვის განკუთვნილ ფიალებში, ჯერ ჩავაწყოთ კივი, ზემოდან მოვასხათ გამზადებული მუსი და თავზე გავაფორმოთ ლიმონის ცედრით, კივით და პიტნის ფოთლებით.(შეგვიძლია სურვილისამებრ მოვრთოთ)

ეს მუსი ძალიან სასარგებლოა და ამავდროულად გემრიელიც.თქვენს პატარებს და ყველას ვინც მიირთმევს უდაოდ მოეწონებათ!

გემრიელად მიირთვით!






0
48
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0