ტკბილეული ნუგბარი,,პანფორტე" (ეს ნუგბარი გოზინაყს მოგვაგონებს) 2013, 8 ნოემბერი, 18:33
ინგრედიენტები:
––––––––––––
125გრ–თხილი
125გრ–ნუში 100გრ–გარგარის ჩირი 100გრ–ლეღვის ჩირი 100გრ–ყავისფერი შაქარი 60გრ–პ/ფქვილი 40გრ–კაკაოს ფხვნილი 2ჩ.კ–ლიმონის ცედრა 200გრ–თაფლი 2ჩ.კ–დაფქული დარიჩინი 40 გრ–შაქრის პუდრა 1/2ჩ.კ–მუსკატის კაკალი დაფქული. მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ----------------------- თხილი მოვხალოთ დაბალ ცეცხლზე, გადმოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცზე და გავასუფთაოდ კანისაგან.ნუში დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებათ, ასევე მშრალი ხილიც დავჭრათ.დავუმატოთ გახეხილი ლიმონის ცედრა.ფქვილში ავურიოთ კაკაო, დარიჩინი და მუსკატის ფხვილი და ყველაფერი ეს შევურიოთ დაჭრილ ხმელ ხილსა და თხილს. პატარა ქვაბში ჩავასხათ თაფლი.დავამატოთ შაქარი და ვურიოთ ადუღებამდე, ვიდრე შაქარი სულ არ გადნება.ადუღებული თაფლი დავასხათ თხილსა და მშრალ ხილს და სწრაფად მოვურიოთ, რადგან ნარევი მალე მკვრივდება. ავიღოთ დაბალი გამოსაცხობი ფორმა.დავაფაროთ ნამცხვრის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი და მიღებული მასა გავაბრტყელოთ მასზე კოვზის დახმარებით. წინასწარ გავაცხელოთ ქურა 150 გრადუს ტემპარატურაზე და გამოვაცხოთ ჩვენი ნუგბარი–30-40წთ.გაცივების შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა და დავჭრათ გოზინაყივით ლამაზ ნაჭრებად. ძალიან გემრიელია და კალორიული ჩვენი პატარებისთვის.მათ ვისაც გოზინაყი და სნიკერსი უყვარს, ეს ნუგბარი ძალიან მოეწონებათ.გააკეთეთ და მიირთვით გემრიელად! 375 5-ს მოსწონს
|