x
image
ვახოურია
სარკის ქალაქი
image

ნორვეგიაში ერთ-ერთ ხეობაში არის პატარა ქალაქი სახელად
რიუკანი. ამ ქალაქის მცხოვრებლები სექტემბრიდან მარტამდე მზის სინათლეს პრაქტიკულად ვერ ხედავენ. ეს ხდება იმის გამო, რომ შემოდგომის დადგომისას მზე ქალაქის თავზე მდებარე
ქედის მიღმა ამოდის და ჩადის, მაღლა მხოლოდ გაზაფხულზე ადის. ამ პრობლემის გადაწყვეტა, ამავე ქალაქის მცხოვრებმა, ინჟინერმა და გამომგონებელმა შესთავაზა ქალაქის მცხოვრებლებს,
ასი წლის წინათ. ის თვლიდა, რომ რიუკანი დიდ სარკეს უნდა გაენათებინა. ეს იდეა საინტერესო იყო, თუმცა ამ იდეის განხორციელებისთვის მაშინდელმა მთავრობამ სახსრები ვერ გამონახა.
პროექტი განხოციელებული იქნა არც ისე დიდი ხნის წინათ, ადგილობრივი ბიზნესმენის და მისი რამდენიმე მეგობრის დახმარებით.


ნორვეგიელი ინჟინერი და ბიზნესმენი სემ ეიდე და მხატვარი
მარტინ ანდერსენი, სანამ ამ გრანდიოზულ ჩანაფიქრს განახორციელებდნენ, ესტუმრნენ პატარა იტალიურ სოფელ ვიგანელას, სადაც უკვე შემოწმებული და დამონტაჟებული იყო ეს ტექნოლოგია
2006 წელს.


image

იტალიაში დაყენებული სარკე იყო ზომით 8x5 მეტრი. სარკის ზედაპირი შესანიშნავად ირეკლავს მზის სხივებს და ანათებს ვიგანელას ცენტრალურ მოედანს.


image

„მოგესალმებათ ვიგანელა“-ასეთი წაწერით ხვდებოდა ვიგანელა
თავის სტუმრებს, რომლებიც გახსნაზე მოვიდნენ. სარკის საზეიმო გახსნა კი შედგა 2006 წლის 17 დეკემბერს.

image

ნორვეგიელებმა დეტალურად შეისწავლეს იტალიაში ეს განათების

სისტემა. ხოლო პროექტის დამუშავებას და თანხმობის მიღებას დასჭირდა 5 წელი.

image

ამა წლის ოქტომბერში 450 მეტრის სიმაღლეზე იქნა დამონტაჟებული სარკის განათების სისტემა, რომლის საერთო ფართი შეადგენდა 51 კვადრატულ მეტრს. მისი შუქი კი ფოკუსირებული იქნა რიუკანის ცენტრალურ მოედანზე.

image

სარკის მართვა ხდება კომპიუტერულად, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს. იგი ისეა დაპროგრამებული, რომ აკონტროლებს მზის მოძრაობას და სარკეს ამოძრავებს ისე, რომ მზის შუქი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იყოს.

image

ამ პროექტის რეალიზება დაჯდა 800 000 $. მაგრამ ისინი არ ნანობენ და თვლიან, რომ ეს შესანიშნავი საჩუქარია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. სარკის ოფიციალური გახსნა შედგა 2013 წლის 31 ოქტომბერს.

image

0
64
8-ს მოსწონს
ავტორი:ვახოურია
ვახოურია
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0