x
image
ვახოურია
პროგრამისტი კიბორგად გადაიქცა, რათა უკვდავი გახდეს
image


მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს „ბიო-ჰაკერს" ეძახის, გაიკეთა მტკივნეული ოპერაცია, რომელიც ნარკოზის და ექიმის გარეშე გადაიტანა, რათა თავის ხელში დიდი ელექტრონული ჩიპი ჩაედგა.


პითსბურგელი პროგრამისტი ტიმ ქენონის სხეულში იქნა ჩანერგილი
ჩიპი, რომელიც სხეულის ტემპერატურას გააკონტროლებს. ეს მოწყობილობა უკავშირდება პლანშეტს Bluetooth -ით, მას აქვს მწვანე მოციმციმე ნათურები, რომელიც შეგიძლიათ კანქვეშ დაინახოთ, რომელიც გზავნის შეტყობინებას, თუ მამაკაცს აუწევს ტემპერატურა.

image



ქენონი, რომელიც თავის თავს აღწერს, როგორც „ხელნაკეთ კიბორგს“, მუშაობს კომპანია „Grindhouse Wetware“-ში, რომელსაც ყურადღება

გამახვილებული აქვს უამრავ უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებზე, რომელსაც ადამიანი იყენებს.

მამაკაცი ირწმუნება, რომ იგი პირველი ადამიანია, რომელსაც სხეულში ასეთი მოწყობილობა აქვს. იგი ირწმუნება, რომ მან ეს გააკეთა რათა უფრო სრულყოფილი გამხდარიყო.

ქენონი დაინტერესებულია სხეულის ელექტრონული მოდიფიკაციებით, რათა უკვდავი გახდეს. ინტერვიუში იგი ამბობს: "მე მინდა ვიცხოვრო 1000 წელი. მე არ მინდა სიკვდილი. მე არ მესმის, ვიღაცას რატომ უნდა რომ მე მოვკვდე."


image


პროცედურა, რომლის დროსაც მამაკაცის მარცხენა ხელში ჩანერგეს ჩიპი დაახლოებით სათამაშო კარტის ზომის, იქნა შესრულებული
მხატვარ (რომელიც ასვე ტატუებსაც აკეთებს) სტივ ჰავორტომის მიერ, ანესთეზიის გარეშე. რადგან მას არ აქვს ქირურგის ლიცენზია ანესთეზია რომ გამოიყენოს. ტკივილის შემსუბუქებისთვის
კი ოსტატმა ყინული გამოიყენა. როგორც კენონმა განაცხადა პროცედურა ძალიან მტკივნეული იყო. გთავაზობთ ვიდეორეპორტაჟს.


2
92
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვახოურია
ვახოურია
92
  
2013, 12 დეკემბერი, 23:33
ეჰ ჯერ სად ვართ :) :) :) ვნახავ ერთი 1000 წლის მერე ამის ბუნდღა რო აღარ იქნება :D :D :D
2013, 12 დეკემბერი, 23:32
ადამიანის ფანტაზიას და ილუზიებს ხო საზღვარი არააქვს :)
0 1 2