რა არის მედიკამენტური აბორტი?
მედიკამენტური აბორტი ეს არის მედიკამენტების საშუალებით ხელოვნური აბორტი. მედიკამენტური აბორტის დროს ხდება ორი ტიპის მედიკამენტის მიღება. მედიკამენტური აბორტი ქორურგიული აბორტის
ალტერნატიული მეთოდია. მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მოერ ქალის გასინჯვის შემდეგ და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ძირითადი ინფორმაცია მედიკამენტური აბორტის შესახებ.
1988წელს, საფრანგეთი და ჩინეთი გახდნენ პირველი ქვეყნები, სადაც მოხდა მიფეპრისტონის ლიცენზირება და დაიწყო
ადრეულ ვადაზე ორსულობის შეწყვეტის მიზნით მიფეპრისტონისა და პროსტაგლანდინების კომბინირებული გამოყენება. მას შემდეგ, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, 20 მილიონზე მეტმა ქალმა გამოიყენა მედიკამენტური აბორტი ორსულობის შეწყვეტისთვის. მედიკამენტური აბორტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორისაა: საფრანგეთი, ინდოეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ვიეტნამი. მედიკამენტური აბორტი რეკომენდებულია ჯანმრტელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ როგორც ორსულობის შეწყვეტის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი.
რა არის მედიკამენტური აბორტის უპირატესობები?
-მეთოდის ეფექტურობის მაჩვენებელი დაახლოებით 95%-ია
-ნაკლებად ინვაზიურია და თავიდან აგაცილებთ ქირურგიულ აბორტთან და ანესთეზიასთან ასოცირებულ რისკებს
-აბორტის შემდგომი ინფექციების და გართულებების განვითარების დაბალი რისკი
-ფსიქოლოგიურად ეს მეთოდი უფრი მისაღებია ქალებისათვის, რადგან იგი ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი პროცესის (მენსტრუაციის) მსგავსია
-მეთოდი უზრუნველყოფს პრივატულობას და პიროვნების ავტონომიას!
რა უარყოფითი მოვლენებია ასოცირებული მედიკამენტურ აბორტთან?
-ქალებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ სისხლდენა, სპაზმური ტკივილები და გულისრევა
-მედიკამენტური აბორტის მეთოდი უფრო ხანგრძლივი პროცესია და შესაძლოა საჭირო გახდეს კლინიკაში განმეორებითი ვიზიტი
როდის შეიძლება მედიკამენტური აბორტის გამოყენება?
საქართველოში აბორტი დაშვებულია ბოლო მენსტრუაციის პერიოდიდან 12 კვირის მანძილზე, ხოლო 12 კვირის
შემდგომ აბორტი ნებადართულია გარკვეული სოციალური ან სამედიცინო ჩვენების საფუძველზე. მედიკამენტური აბორტი ეფექტურია ბოლო მენსტრუაცის პერიოდიდან 9 კვირის ( 63 დღემდე) ვადაზე.
მოგწეროთ პირადში მგონი შეგიძლიათ რო დამეხმაროთ :(