სხვა ბაიკერი, რომელიც მოტოციკლით დაასაფლავეს 2014, 9 თებერვალი, 16:32 მამაკაცი, რომელმაც მთელი ამერიკა შემოიარა მოტოციკლით 1967 წელს, დასაფლავებული იქნა მოტოციკლეტთან ერთად. 82 წლის ბილ სტენდლი დაასაფლავეს მინის გამჭირვალე კოლოფში, სადაც იგი თავის Harley-Davidson-ზე იჯდა. მისი ქალიშვილი დოროტი ბრაუნი ამბობს, რომ ეს მამამისის სურვილი იყო. 18 წლის წინ ბილმა იხუმრა, თუ ვის დარჩებოდა მისი მოტოციკლი სიკვდილის შემდეგ. „რას ვიზამ? მე ორი ბიჭი მყავს, მაგრამ მხოლოდ ერთი მოტოციკლი“, თქვა ბილმა. მაშინ მისმა ქალიშვილმა უთხრა: „მამა, მაშინ მასთან ერთად დაგასფლავებთ“. რამდენიმე კვირის შემდეგ, ბილმა შეატყობინა თავის შვილებს, რომ შესანიშნავი იდეაა. ბილს ძალიან უყვარდა მოგზაურობა. იგი 13 წლის წამოვიდა სახლიდან და დაიწყო მუშაობა რანჩოში. საბოლოოდ მან იყიდა მოტოციკლი, რომლითაც ამერიკის 50 შტატიდან 49 შემოიარა. მალევე შექმნა ოჯახი, თუმცა მოგზაურობის ციებ-ცხელება განელებული არ ჰქონდა კიდევ. მის შვილებს მამის დანაბარები, რომ შეესრულებინათ, შეუკვეთეს მინა-პლასტმასის გამჭირვალე კოლოფი, რაშიც ბილი თავის მოტოციკლზე დააჯინეს და ისე ჩასვეს. ასევე სასაფლაოზე მოუწიათ 3 ადგილის ყიდვა, რათა ეს კოლოფი მიწაში მოთავსებულიყო. გამვლელები გაოცებას ვერ მალავდნენ ამ ყველაფრის შემხედვარე. ერთერთმა გამვლელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: სიკვდილის შემდეგ ბევრის ოცნებაა ბეწვის ხიდის გავლა ფეხით, ზოგი კი, როგორც ხედავთ პირდაპირ მოტოციკლით მიდის. ასე რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. 104 13-ს მოსწონს |
და სისულელე!!!