x
image
ვახოურია
ადამიანი-ძაღლი: ლეგენდას ფარდა აეხადა
სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ტრიალებს ფოტოების სერია, რომელშიც ასახულია ოპერაციის სტადიები, რომ კაცს თითქოსდა უნერგავენ ძაღლის პირს, ყურებს და წარბებს.

image

სინამდვილეში კი ეს სურათები გახლავთ ბრაზილიელი მხატვრის როდრიგო ბრადას ნამუშევარი, რომელმაც ვეტერინარს სთხოვა: მკვდარი ძაღლის სახის ფრაგმენტები მიეკერებინა, თავისი თავის წინასწარ გამზადებულ სილიკონის მულაჟზე. ამ პროცედურის მსვლელობის დროს იქნა გადაღებული ეს სურათები, რათქმაუნდა რის შემდეგაც მას მოუწია ცოტა ფოტოშოპითაც წამუშავება.

ძაღლი, რომელმაც "დონორობა" გაუწია ამ ყალბ ოპერაციას, ცხოვრობდა ცხოველთა თავშესაფარში. იგი დააძინეს მას შემდეგ, რაც მისი პატრონის პოვნის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ძაღლის გვამი კი გამოყენებული იქნა ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით, ამიტომ ცხოველთა დამცველების მცდელობა, ბრადა ძაღლის მკვლელობაში დაედანაშაულებინათ, უშედეგოდ დასრულდა.


ეს სურათები გახდა სოციალურ ქსელებში მწვავე დებატების საგნად.

0
666
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვახოურია
ვახოურია
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0