x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ადამიანები რომლებიც დარვინის პრემიას იმსახურებენ. ტოპ 10
ადამიანები რომლებიც იმსახურებენ დარვინის პრემიას.
10. ეს ადგილი დაიკავა მამაკაცმა, რომელიც საცხოვრებელი მანქანა–ფურგონიდან ცდილობდა საწვავის მოპარვას. მან მილის ერთი თავი ჩაუშვა მისი აზრით საწვავის ავზში, ხოლო მეორე თავით დაიწყო პირით საწვავის გადმოსაქაჩი "პროცედურის" ჩატარება. როცა პოლიციელები გამოჩნდნენ, დაინახეს რომ მამაკაცი მიწაზე გორავდა სიმწრით. როგორც აღმოჩნდა მამაკაცს ავზი შეეშალა და მილი საწვავის ავზის ნაცვლად ფეკალიების ავზში ჩაუშვა მილი. ფურგონის პატრონს საჩივარი არ შეუტანია, მისი თქმით მან საკმაოდ კარგად იმხიარულა და არ ღირდა საწვავის "ვაი–ქურდის" დაკავება.


image


9. მამაკაცი დილის ხუთ საათზე შეიჭრა სწრაფი კვების ობიექტში, ქალაქ იპსილანტში (აშშ). მამაკაცმა პისტოლეტის მუქარით მოლარეს მოსთხოვა მთელი ფული. ჭკვიანმა მოლარემ უპასუხა: სანამ კლიენტი რაიმე საკვებს არ შეუკვეთავს აპარატის გაღება შეუძლებელიაო. მძარცველმა ხახვის "რგოლები" მოითხოვა, მოლარემ განუცხადა: ხახვის "რგოლებს" მხოლოდ საუზმისათვის ვამზადებთო. გაბრაზებულმა მძარცველმა დაუყოვნებლივ დატოვა დაწესებულება.

image


8. ასაკოვანი ქალი გამოდიოდა ნიუ–იორკის ერთერთი მაღაზიიდან, როცა თავს მძარცველი დაესხა და ჩანთა გასტაცა.
ადგილზე მისულ პოლიციას მოხუცმა ქალბატონმა დაწვრილებით აღუწერა მძარცველის გარეგნობა. რამდენიმე წუთში დაკავებული მამაკაცი შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს ამოცნობაზე, სადაც მამაკაცმა განაცხადა: დიახ მე ვიცანი ეს ქალბატონი, ამ ქალბატონს წავართვი ხელჩანთა.


image


7. მამაკაცს არკანზასიდან ძალიან მოუნდა ლუდი და ვინაიდან ფული არ ჰქონდა გადაწყვიტა სასმელების მაღაზიის მინა ჩაემტვრია და ლუდი გამოეტანა. აიღო სამშენებლო ბლოკი და მაღაზიის მინას ესროლა. მისდა საუბედუროდ მინა სარკისა არ აღმოჩნდა, არამედ ტექნიკური მინა გამოდგა, რომელმაც ბლოკი უკანვე გამოტყორცნა და მამაკაცს თავში მოხვდა. ყველაფერი მაღაზიის ვიდეოკამერამ დააფიქსირა.


image

6. ლუიზიანას შტატში მაღაზიაში შესულმა მამაკაცმა მოლარეს დაუდო 20 დოლარიანი და სთხოვა წვრილ კუპიურებად დაეხურდავებინა. როგორც კი გააღო სალარო მოლარემ, მამაკაცმა პისტოლეტი ამოიღო და მოლარეს მოსთხოვა მთელი ფული მიეცა, მოლარეც ასე მოიქცა. მძარცველი გაიქცა და დახლზე დადებული საკუთარი 20 დოლარიანიც დაავიწყდა. სალაროდან წაღებული თანხა კი 15 დოლარს არ აღემატებოდა.
image


5. ამერიკელი არასრულწლოვანი მიიყვანეს კლინიკაში თავის არეში მიყენებული დაზიანებებით, როდესაც ჰკითხეს თუ რა იყო დაზიანებების მიზეზი, მან უპასუხა: მინდოდა შემემოწმებინა თუ რა სიახლოვეს შეიძლება მიიტანო თავი მოძრავ მატარებელთან.

image

4. ერთერთ ავტობუსის მძღოლს ანდეს საავადმყოფოში გადაეყვანა ფსიქიურად დაავადებული ადამიანები, რომლებიც აგრესიულები არ იყვნენ და გამცილებლებს არ საჭიროებდნენ. გზაზე მძღოლი საჭიროების გამო გადმოვიდა ავტობუსიდან და რომ დაბრუნდა, ავტობუსში არავინ არ დახვდა. მძღოლმა ავტობუსი ავტოვაგზალზე გააჩერა და მგზავრებს შესთავაზა–მომდევნო სადგურამდე უფასოდ წაგიყვანთო, ბუნებრივია უფასოდ წასვლის მსურველი ბევრი აღმოჩნდა. მძღოლმა მგზავრები იმ ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანა, სადაც უნდა მიეყვანა გაქცეული ფსიქიურად დაავადებული მგზავრები, ხოლო კლინიკის თანამშრომლებს განუცხადა: ეს ხალხი საშიში ხალხია, უცნაურ რამეებს ამბობენ და დროზე მიხედეთო. ასე აღმოჩნდნენ გულუბრყვილო მგზავრები ფსიქიატრიულ კლინიკაში, თუმცა საბედნიეროდ სიტუაცია მეორე დღესვე გაირკვა.

image


3. ქარბუქის შეწყვეტის შემდეგ მამაკაცმა მთელი ერთი საათი მოანდომა მანქანის დასაყენებელი ადგილის გაწმენდას, როდესაც დაბრუნდა ადგილზე მანქანით, დაინახა რომ მის მიერ გაწმენდილი ადგილი სხვას დაეკავებინა, გამწარებულმა და აღშფოთებულმა მამაკაცმა ადგილზევე "დახვრიტა" მისი ადგილის დაუკითხავად "მიმთვისებელი".

image


2. შეიცარიის ერთერთი სასტუმროს მზარეულმა მამაკაცმა, რომელიც ხორცსაკეპ მანქანაში ხორცს ატარებდა, გაუფრთხილებლობით თითი დაკარგა და კომპენსაციისათვის სადაზღვევო კომპანიას მიმართა. კომპანიაში კი მამაკაცს დაკითხვა დაუწყეს, სპეციალურად ხომ არ დაკარგა თითი დაზღვევის მისაღებად. გამწარებულმა მზარეულმა აუხსნა ყველაფერი, მაგრამ კომპანიის მესვეურებმა ფაქტის გადასამოწმებლად კომპანიის წარმომადგენელი გააყოლეს. მზარეულმა უჩვენა თუ როგორ მოხდა ყველაფერი, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა ხორცსაკეპი მანქანის მუშაობის პროცესი, ხორცის დამუშავების მომენტში და ამ შემოწმებისას თავადაც დაკარგა თითი.

image

1. პირველი ადგილი კი დაიკავა კალიფორნიელმა ჯეიმს ელიოტმა. რომელმაც ძარცვის პროცესში გადაწყვიტა გაესროლა 38 კალიბრიანი რევოლვერიდან, თუმცა გასროლა ვერ მოახერხა, რადგან რევოლვერმა არ გაისროლა. აქ კი ელიოტი ისე მოიქცა, როგორც არცერთი ნორმალური ადამიანი არ მოიქცეოდა–მან რევოლვერი თავისკენ მოაბრუნა, ჩახედა ლულას და სასხლეტს გამოჰკრა. მისდა საუბედუროდ რევოლვერმა გაისროლა.
image

7
81
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
81
  
2013, 26 დეკემბერი, 21:24
არა უშავს, ხდება ხოლმე:)
2013, 26 დეკემბერი, 21:12
ვწუხვარ :)
2013, 26 დეკემბერი, 21:08
როგორ დამასწარით:)))) წუხელ დავიწყე ამის თარგმნა და ბოლომდე ვერ მოვასწარი.....
2013, 26 დეკემბერი, 19:59
გმადლობთ
2013, 26 დეკემბერი, 19:57
ყველა ერთი მეორეზე უკეთესი ისტორია იყო :)
2013, 26 დეკემბერი, 19:05
გაიხარეთ. :)
2013, 26 დეკემბერი, 17:49
ჯერ ხო სათაურმა გამახალისა მაგრამ სტატია იყო სასწაული,რა კაი განწყობაზე დამაყენე:)))))))))
0 1 7